მარტოხელა მგლობა ცუდი არ არის, მგელი თავისუფლების მოყვარულია. ერთადერთი ცხოველია რომელიც არ იწვრთნება

არის თუ არა “ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “პოლიტიკის მარტოხელა მგელი” და რატომ თამაშობს ის ყოველთვის დამოუკიდებელ თამაშს, როცა ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანდება.

“ნიუპოსტTV-ს” გადაცემა “ინტერვიუ ვანიჩკასთან” ავტორმა და წამყვანმა პირველ ლეიბორისტს 2007 წლის მოვლენები შეახსენა, როცა ლევან გაჩეჩილაძეს პრეზიდენტობა სურდა და რომლის გარშემოც ბევრი პოლიტიკური პარტია თუ ლიდერი იყო გაერთიენებული.

“ჯერ ერთი მარტოხელა მგლობა ცუდი არ არის, მგელი თავისუფლების მოყვარულია. ერთადერთი ცხოველია რომელიც არ იწვრთნება მაგ კატეგორიის ძუძუმწოვრებში. ასე რომ ცუდად არ ვიწვრთნები. იგივე 2007 წელი ავიღოთ, ლევანისთან პიროვნული ურთიერთობა ძალიან კარგი მაქვს და პატივს ვცემ მის ოჯახსაც, მაგრამ პოლიტიკურად, სად ერეკლეო, სად ლევანა პოლიტიკა და პრეზიდენტობა?! ის კაციც დაიღუპა, იმიჯი გაუფუჭდა. იმ პოლიტიკოსებმა ვინც იქ მივიდნენ ფული გააკეთეს”- განაცხადა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა “ინტერვიუ ვანიჩკას”-სთან მასსა და ბადრი პატარკაციშციშვილს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ბადრი იყო ბევრად ქართველი, ვიდრე ივანიშვილი”.

“ბადრისთან მეგობრობა შეიძლებოდა, ეს (ივანიშვილი) ავადმყოფი კაცია. პირველად ვყვები ამ ამბავს, ამას ჰყავს ფსიქოლოგი, რომელიც უტარებდა სეანსებს – ნუ გეშინია, ნუ გეშინია… ამ თავის ფსიქოლოგს მან ძვირფასბეწვიანი თხები ჩააბარა, რომელიც ავსტრალიაში უყიდიათ. მისი ბეწვისგან მოქსოვილი პულოვერები ძალიან ძვირი ღირს. თხები გემით წამოიყვანეს საჩხერისკენ, თუმცა ჭორვილას ჰავა ვერ აიტანეს და ყველა დაიხიცოცა. ამან რა გააკეთა? და წარმოიდგინეთ რას გაუკეთებს ქვეყანას – მკვდარი თხები გააპარსინა. ქვეყანასაც ძარცვავს და პარსავს”- განაცხადა ნათელაშვილმა.

ნიუპოსტი