თბილისი და მოსკოვი პირისპირ დასხდნენ – ყინული დაიძრა, ოპოზიცია პანიკამ მოიცვა

საქართველო – რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანია თარიღი ჩაიწერება. 2008 წლის აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ომის შედეგად შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად დასხდნენ პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან. შეხვედრა 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის ორგანიზებით გაიმართა. ეს ქვეყანა უკვე 11 წელია, მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.

როგორც ჩანს, მინისტრების, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანისშეხვედრის სამზადისი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მინისტრების შეხვედრის ფაქტს, საწინააღმდეგო არგუმენტებით სათანადოდ აღჭურვილი ვერ დახვდნენ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები. ოპოზიციამ დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლა და მისი “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენა მოითხოვა. შედეგად, ლავროვთან შეხვედრის გამო, ზალკალიანს დაგეგმილზე ადრე მოუწევს დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას დამოუკიდებელი დეპუტატებიც ხედავენ. მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ოქტომბრის შუა რიცხვებში ელიან.
dalma.nevs