რუსთავში მომხდარი 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი დააკავა, რომელთა შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია.
“ნიუპოსტმა” დაკავებული სამართალდამცველებისა და მოქმედი პოლიციელების ვინაობა დაადგინა, რომელიც ჩვენთან საუბარში დაკავებულის გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ოფიციალურად დაადასტურა.
სამივე პოლიციელი რუსთაველია. ერთ-ერთი მათგანია 1992 წელს დაბადებული მიხეილ ღუბიანური.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან ასევე 1989 წელს დაბადებული დიტო დუღაშვილი და 1981 წელს დაბადებული დავით მიროტაძე.
ნიუპოსტი