აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გაჰყავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს   ჩრდილო–აღმოსავლეთ სირიიდან სამხედრო დანაყოფები გაჰყავს და “ისლამური სახელმწიფოს” ტყვეებზე სრულ პასუხისმგებლობას თურქეთს აკისრებს. _ იუწყება დასავლური მედია.  ამერიკული ძალები გადიან  სასაზღვრო–საგუშაგო პოსტებიდანაც.

“თურქეთი სირიაში დიდი ხნის წინათ დაგეგმილ ოპერაციას იწყებს”, _ განაცხადეს თეთრ სახლში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაციას იწყებს სასაზღვრო ზოლის ქურთული დაჯგუფებებისგან გაწმენდის მიზნით. შეერთებული შტატები არც მხარს უჭერს და არც ერთვება ამ სამხედრო ოპერაციაში.
Geworld.ge