რა მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ქიმიური ტერმინალის მშენებლობა, ვინ მფარველობს ხელისუფლებიდან ამ საქმეს. ამგვარი ტერმინალები აფეთქდა ამერიკაში,  რუსეთში, ჩინეთში, თურქეთში.  

 

„ალიას“ სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ჯანყარაშვილი ესაუბრება:

  ირაკლი, შენ საკმაოდ აქტიურობ ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე  ქიმიური ნარჩენების  ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი  და მნიშვნელოვანი რა არის?

– შარშან ჩვენ გავაკეთეთ ამ ტერმინალთან დაკავშირებით ინტერვიუ. მაშინ გოგირდი  დაწვეს და ამას დიდი ამბები მოჰყვა. თუმცა,  ქიმიური ნარჩენების ტერმინალის მშენებლობა არ შეჩერებულა. პირიქით,  გამოჩნდა ინვესტორი, ვინმე გიორგი  აბდუშელიშვილი, რომელიც ამ  საქმეში სოლიდური თანხების დაბანდებას აპირებს.  ლაპარაკია, რომ შემოიტანენ 1 მილიონ 200 000 ტონა ამონიუმის ნიტრატს, საერთო ჯამში, 14 დასახელების ქიმიური ნარჩენები უნდა შემოიტანონ. ამ ინფორმაციას მალავნენ, ხალხს არ ეუბნებოდნენ.  ამბობდნენ, ვითომ მხოლოდ კარბამიდის ტერმინალი უნდა აშენებულიყო. შემდეგ ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ბათუმის პორტსა და ტერმინალის მესვეურთა შორის უნდა გაფორმებულიყო და იქ ეწერა,  რომ კარბამიდთან ერთად, ტერმინალის  საწყობებში შეინახება ამონიუმის ნიტრატი, გოგირდი, ამიაკის  სელიტრა და ადამიანის ორგანიზმისთვის სხვა სახიფათო ნივთიერებები. თვეში 60 000 ტონანარჩენის ბრუნვაზეა ლაპარაკი.  გამოდის, რომ 2 წელიწადზეა გათვლილი თუმცა. ეს დასაწყისია.  ეს ტერმინალი შეიცავს ძალიან დიდ რისკს და ხიფათს ბათუმისა და ბათუმელებისთვის. ანალოგიური ტერმინალები აფეთქდა სხვა და სხვა ქვეყანაში. 26 სექტემბერს აფეთქდა საფრანგეთში. ამგვარი ტერმინალები აფეთქდა ამერიკაში,  რუსეთში, ჩინეთში, თურქეთში.  ამერიკაში მსხვერპლიც მოჰყვა ამ აფეთქებას, მეხანძრეები და მაშველები დაიღუპნენ, რომელთაც ამგვარი ტერმინალის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ,  სპეციალური წვრთნები ჰქონდათ გავლილი. ჩვენთან მაშველებსა და მეხანძრეებს, ეს სპეციფიკური წვრთნები არ აქვთ გავლილი და თუ ტერმინალი აფეთქდა ბათუმში,  ადგილობრივი მოსახლეობა დაიღუპება და ვისაც ამ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ცეცხლის ჩასაქრობად მიუშვებენ, ის ადამიანებიც განწირულები იქნებიან.  ეს იგივეა, რომ ზღვაზე მაშველებად გაუშვან ხალხი, რომელთაც ცურვა არ ეცოდინებათ. მაშველები და მეხანძრეები კი არა, მონიტორინგის ჯგუფიც კი არ გვყავს საქართველოში,  რომელიც უზრუნველყოფს ტერმინალის მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვას.  გასაგებია, რომ მაინც ბოლომდე არ დაიცავენ, თავისას გაიტანენ და როგორც უნდათ და სადაც უნდათ, იქა აშენებენ, ამ ეტაპზე ასეა საქმე, ჯერ გასდით. მაგრამ ვიღაცამ კვალიფიციური დასკვნა ხომ უნდა დადოს, ტერმინალი რა რეალურ და რა პოტენციურ  საფრთხეს შეუქმნის ქალაქს? ბათუმელები წინააღმდეგნი არიან ამ ტერმინალის აშენებისა.  ათიდან ათი ადამიანია წინააღმდეგი,  საპროტესტო აქციებიც გავმართეთ,  მაგრამ მაინც თავისას ერეკებიან. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაცია დაგვიპირისპირდა,  ადგილობრივი ხელისუფლება დაგვიპირისპირდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ  მგალობლიშვილმა, პირდაპირ ეთერში  შეჭამა კარბამიდი და ამით ვითომ ხალხს დაანახა, რომ რას ერჩით იმ ტერმინალს, აი, ასეთი უსაფრთხო ნივთიერება შემოაქვთო.  ამით ხომ თავი მოგვჭრა მგალობლიშვილმა მართლა რესპუბლიკის მასშტაბით აჭარლებსდა  მეორეც არის. ამონიუმის ნიტრატი, გვარჯილა, ამიაკის სელიტრა და გოგორდიც  შეჭამოს პირდაპირ ეთერში, ის 14 დასახელების  ქიმიური ნარჩენებიც დააგემოვნოს სრულად, რომელთა ნაწილიც უკვე შემოტანილია და ნაწილსაც ეტაპობრივად შემოიტანენ.

– გიორგი აბდუშელიშვილი ვინ არის და ვინ ლობირებს მის ამ ბიზნესს?

– გიორგი აბდუშელიშვილს საქართველოში,  რუსეთში, აზერბაიჯანში დაყაზახეთში  აქვს ბიზნესები. მას  ყოფილი  პრემიერი, მამუკა ბახტაძედა აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე  რიჟვაძე ლობირებდნენ.

 რიჟვაძე დარჩა კვლავ მის პატრონად. 
alia.ge

კომენტარები ფეისბუქიდან