ტრამპი: დადასტურდა, რომ ამერიკა ახლო აღმოსავლეთში ომში მცდარი და ყალბი მიზეზის – მასობრივი განადგურების იარაღის გამო ჩაება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეჭრა ყველაზე უარესი გადაწყვეტილება იყო ქვეყნის ისტორიაში.

როგორც ტრამპი წერს, ამერიკა ომში ყალბი და მცდარი მიზეზის გამო ჩაება.

“შეერთებულმა შტატებმა 8 ტრილიონი დოლარი დახარჯა ახლო აღმოსავლეთში ბრძოლასა და წესრიგის დაცვაზე. ათასობით ჩვენი დიდებული ჯარისკაცი დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა. მეორე მხარეს მილიონობით ადამიანი დაიხოცა. ახლო აღმოსავლეთში შესვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უარესი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ომში ჩავებით ყალბი და როგორც დადასტურდა, მცდარი თეორიის – მასობრივი განადგურების იარაღის, გამო. იქ არაფერი არ აღმოჩნდა! ახლა ჩვენ ნელა და ფრთხილად ვაბრუნებთ ჩვენს დიდებულ ჯარისკაცებს სახლში”,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. 
alt.info