შტაინმაიერის გაფრთხილება თბილისს – რისთვის ჩამოვიდა სინამდვილეში გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში

“საქართველოს კიდევ ერთი გაფრთხილება ევროპისაგან, რაც უვიზო რეჟიმსა და მის შესაძლო შეჩერების საფრთხეს უკავშირდება; ნატო-სა და ვეროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა, თუმცა, პარალელურად გერმანიამ, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე თავშესაფრს ითხოვს და ეს მოთხოვნა თითქმის ყოველთვის უსაფუძვლოა.

„გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი ანალიტიკოსთა წრეებში „შტაინმაიერის ფორმულას” დაუკავშირეს, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ თანხმობა განაცხადა და რომელიც დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის ამოქმედებას ითვალისწინებს, თუმცა, ასევე მიიჩნევენ, რომ ეს უბრალოდ დროში დაემთხვა და შტაინმაიერს საქართველოსთვის არანაირი გეგმა არ აქვს, თანაც საქართველოს შემთხვევა უკრაინისაგან განსხვავდება. „უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში “შტაინმაიერის ფორმულა” ვერ იმუშავებს, თუნდაც იმიტომ რომ, რუსეთს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს, როგორც “დამოუკიდებელი სახელმწიფოები” და მათთან ოფიციალური ხელშეკრულებები გააფორმა. „შტაინმაიერის გეგმა”, რომელიც საქართველოსთვის ომამდე იყო შემოთავაზებული, რეალიზების პერსპექტივა კიდევ ჰქონდა, მაგრამ დღეს უკრაინასთან ანალოგიების გავლება შეუძლებელია, რადგან თვისობრივად განსხვავებული ვითარება გვაქვს,”.
 

“ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ რაიმე ინიციატივით არ ჩამოსულა. მან ამის შესახებ 7 ოქტომბერს „შტაინმაიერის ფორმულის” შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა. უკრაინისთვის „შტაინმაიერის ფორუმლასთან” დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, გერმანიის ლიდერმა განაცხადა, რომ „შტაინმაიერის ფორმულა” არის მცდელობა, დიდი ნაბიჯები გარდაქმნილიყო შედარებით მცირე ნაბიჯებად, რათა ეს ყოფილიყო მარტივად განსახორციელებელი და გადასადგმელი.” კითხვაზე, „რა გავლენა ჰქონდა რუსეთს ამ ფორმულის შემუშავებაზე და რა იყო თქვენი ჩართულობა”, შტაინმაიერმა უპასუხა: „არანაირი. სამი წლის წინ პარიზში, ეს იყო ნორმანდიული ფორმატი, მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ წინ მაინცდამაინც არ წასულა პროექტები, რომლებიც მინსკის შეთანხმებისამებრ უნდა განხორციელებულიყო, უნდა დანერგილიყო. ფორმულა არის მცდელობა, დიდი ნაბიჯები გადაკეთებულიყო, გარდაქმნილიყო შედარებით მცირე ნაბიჯებად, რათა ეს ყოფილიყო მარტივად განსახორციელებელი, მარტივად გადასადგმელი,” – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა”.

 

“რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, ზაალ ანჯაფარიძე ამ განცხადებას ერთგვარ გაფრთხილებას უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან გერმანია მსგავს განცხადებებს ხშირად აკეთებს, თუმცა, თუკი ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, მის დროებით შეჩერებასაც არ გამორიცხავს; “ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გერმანია საქართველოს მოქალაქეებს კარგად აქვთ “ათვისებული” და ცდილობენ, ამ ქვეყანაში სხვადასხვა მეთოდებით დამკვიდრდნენ, მათ შორის არალეგალური გზით. “შტაინმაიერის ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთგვარ გაფრთხილებად და დიპლომატიური ფორმით უკმაყოფილების გამოხატვად, თუმცა, შტაინმაიერამდე გერმანიის შსს-ს წარმომადგენლებსაც უთქვამთ ეს ქართული მხარისთვის სხვადასხვა დონის შეხვედრებზე. „თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, უვიზო რეჟიმს პრობლემა შეიძლება შეექმნას. ევროპამ შეიძლება ჩათვალოს, რომ საქართველოს ვერ შეიშნოვა უვიზო რეჟიმი და მიიღოს გადაწყვეტილება მის შეჩერებაზე გარკვეული დროით, თუმცა, ევროპაში აცნობიერებენ იმასაც, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება საქართველოში გააძლიეროს ანტიევროპული განწყობები და ევროსკეპტიციზმი.

 
„უვიზო რეჟიმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეს წელიწადში 90 დღის განმავლობაში აქვს უფლება იმყოფებოდეს შენგენის ზონაში. რაც შეეხება თავშესაფარს და გერმანიაში დიდი ხნით დარჩენის სურვილს, ეს ნაწილობრივ სავიზო რეჟიმის საკითხს უკავშირდება, თუმცა, არაპირდაპირი კავშირი შეიძლება გამოიკვეთოს. სხვა ტიპის პრობლემაა, რომ საქართველოს მოქალქეებს მოთხოვნის საფუძველი არ აქვთ, უბრალოდ ბევრს სურს გერმანიაში დარჩენა იმისათვის, რომ შემწეობა მიიღოს და გერმანიის კეთილგანწყობით ისარგებლოს, მაგრამ იმედია, სავიზო რეჟიმს პრობლემა არ შეექმენა. ახლა სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე დიდი ხნით დარჩენას უკავშირდება. „გერმანია ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოსა და რუსეთ შორის დიალოგს, ისევე როგორვ ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, რადგან მათ წარმოდგენაში, დიალოგი ყოველთვის სჯობს კონფრონტაციას. იმ პრობლემების ფონზე, რაც დღეს ევროკავშირს აქვს, მათ შორის უკრაინაში, არ სჭირდებათ ახალი თავის ტკივილი. საქართველოს მხრიდან ისინი ყოველთვის მიესალმებიან იმ ღონისძიებებს, რომელიც ოდნავ მაინც შეუწყობს ხელს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის გრადუსის დაწევას. „შეხვედრაზე ალბათ იქნებოდა განხილვა იმისა, არსებულ სიტუაციაში, იმ სტატუსკვოს გათვალისწინებით, რაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გვაქვს, როგორ და რა ფორმით, და საერთოდაც შეიძლება თუ არა ევროპა ჩაერთოს ამ კონფლიქტების ტრანსფორმაციაში ან დარეგულირებაში. ევროპას აქვს შემუშავებული გარკვეული კონცეფცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით; ეს არის ჩართულობა აღიარების გარეშე, რომელიც ევროკავშირის შესვლას გულისხმობს თავისი პროექტებით, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება რუსეთი და გარკვეულწილად, არც საქართველოს ხელისფულებას შეხვედრია ენთუზმიაზმით, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი”, – წერს გამოცემა.

 

“ეს ჩართულობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული პროექტების განხორციელებას გულისხმობდა საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით. სეპარატისტები არ იღებენ არცერთ პროექტს და პროგრმას, თუ იციან, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ავლით ხდება. თავის დროზე ევროკავშირმა შესთავაზა რამდენი პროგრამის განხორციელება, ოღონდ საკუთარი ინიციატივით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ დაეთანხმა, რადგან შიშობდა, რომ ეს საბოლოო ჯამში, მდგომარეობას მიიყვანდა იქამადე, რომ დადგებოდა ამ არაღიარებული რესპუბლიკების აღიარების საკითხი. არ ვიცი ევროპა რამდენად არის დღეს მოტივირებული, რომ ამ მხრივ ნაბიჯები გადაიდგას, ევროპა ჯერჯერობით დამკვირვებლის პოზიციაშია და ამ მხრივ მაინცდამაინც არ აქტიურობს. თუ შტაინმაიერის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ქართული მხარე დაერწმუნებინა ევროპის გააქტიურებისთვის ამ მიმართულებით ხელი არ შეეშალა და პირიქით, ხელი შეეწყო, თუ ქართული მხარე დაეთანხმა, უნდა ჩავთავლოთ, რომ გარკვეული პატარა ძვრა ამ მიმართულებით შეიძლება მოხდეს. ასევე, შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტსა და უკრაინაში მისი ფორმულის მიღებასთან დაკავშირებით ცალსახა კავშირს არ დავინახავდი.
გერმანიამ ამ ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას ცდილობს, მიზანი კი საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებაა. უკრაინა და საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ყველაზე აქტიური წევრები არიან, თანაც შეიძლება ითქვას, რომ საერთო პრობლემები გააჩნიათ, რაც ოკუპაციას უკავშირდება. შესაბამისად, გერმანია ცდილობს შუამავლის როლი ითამაშოს. ეს გერმანიისთვის პირველი შემთხვევა არ არის. ვიცით, რომ 2008 წლის ომამდე, შტაინმაიერი მაშინ საგაერო საქმეთა მინისტრის რანგში, თბილისს ეწვია და შემდეგ აფხაზეთშიც იყო ჩასული, აფხაზურ მხარეს კონფლიქტის მოგვარების გეგმა შესთავაზა. გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და შეიძლება ითქვას, რომ ის ცდილობს შუამავლის როლი ითამაშოს, თუმცა, ვიცით რომ უკრაინაში მიუღებლად მიიჩნიეს ეს პოზიცია და „შტაინმაიერის გეგმა” გააპროტესტეს. გერმანია საერთაშორის პრესტიჟის ამაღლების მიზნით დაინტერესებულია, რომ ეს პრობლემა მოგვარებულ იქნეს. შეიძლება ეს ვიზიტი არ დაემთხვა. უკრაინასა და საქართველოში ვიზიტი „ფომულის” შემოღებაზე დაგეგმილი იყო. ცნობისათვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ოფიციალურ შეხვედრები 7 სექტემბერს დაიწყო. თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივ განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. შტაინმაიერი საქართველოში ვიზიტი 8 ოქტომბრს დასრულდება”, – წერს სტატიის ავტორი. 
Geomediapres