პრემიერი: ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეკლესიები გაიხსნება

„ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსენება და შესაბამისად ჩვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა გვქონდეს სერიოზულ პროგრესი.“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ასევე მინდა ყველას მოგახსენოთ, რომ გვმართებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებს უაღრესი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს რაღაც ფსევდო პატრიოტულ გამოხტომებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს ” – განაცხადა გიორგი გახარიამ