ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციამ, შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების  სხვა ტერიტორიებზე გადასვლა გამოიწვიოს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციამ, შესაძლოა, ტერორისტულიდაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების სხვა ტერიტორიებზე გადასვლა გამოიწვიოს. ამის შესახებ პუტინის განცხადება კრემლის ვებგვერდზეა გავრცელებული.

მისივე თქმით, ტერორისტები შესაძლოა, უბრალოდ გაიქცნენ დანგრეული ციხეებიდან.

როგორც პუტინმა აღნიშნა, სირიის ჩრდილოეთით განთავსებულია ზონები, სადაც ამ დრომდე რჩებიან ტერორისტები.

„მათ ამ დრომდე ქურთთა სამხედრო ფორმირებები იცავდნენ. ახლა იქ თურქეთის არმია შედის, რის გამოც ქურთები ბანაკებს ტოვებენ. ეს კი ის ბანაკებია, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ განთავსებული“, – აცხადებს კრემლის ლიდერი.

მანვე ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ თურქული მხარე მოკლე დროში შეძლებს არსებული ვითარებაზე კონტროლი დაამყაროს.
ipn.ge