რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირია უნდა გათავისუფლდეს უცხოური ძალებისგან.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირია უნდა გათავისუფლდეს უცხოური ძალებისგან. ინფორმაციას რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით „როიტერსი” ავრცელებს.

„ყველამ, ვინც არალეგიტიმურად იმყოფება სხვა ქვეყნის, მათ შორის, სირიის ტერიტორიაზე, უნდა დატოვოს ეს ტერიტორია. ეს ნებისმიერ სახელმწიფოს ეხება”, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთ მზადაა სირიიდან ჯარები გაიყვანოს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა ამის შესახებ მოითხოვს.

კომენტარები ფეისბუქიდან