ივანიშვილი ფართომაშტაბიანი გაყალბებისთვის ემზადება, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რომ ეს არჩევნები მოიპაროს – ხაბეიშვილი

“ივანიშვილი ფართომაშტაბიანი გაყალბებისთვის ემზადება,  მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რომ ეს არჩევნები მოიპაროს – ამის შესახებ “2020NEWS”-ს თბილიოსის საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

 

როგორც ხაბეიშვილმა საუბარში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი რეგიონალურმა შეხვედრებმა “დაშოკა” რადგან მისთვი ცხადი გახდა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის “ქართულ ოცნებას” ხალხის მობილიზება გაუჭირდება. 

 

“იმ პანიკის საფუძველზე რაც “ქართულ ოცნებაშია” დადასტურებულად შეიძლება ითქვას რომ ივანიშვილი ფართომაშტაბიანი გაყალბებისთვის ემზადება! 

სხვა გზა, სხვა ხსნა მისთვის უბრალოდ არ არსებობს ! დაშოკა ივანიშვილი რეგიონებში შეხვედრებმა,  ამ შეხვედრების შემდეგ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რომ ეს არჩევნები მოიპაროს! 

მთავარი ამოცანაც აქ გვიდგას – არ უნდა მივცეთ ამის საშულება. სპეცოპერაცია ანაკონდა დაგეგმილია. “- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, “2020NEWS”-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა იმ შეხვერაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბორჯომში გაიმართა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს,ბიზინა ივანიშვილს განუცხადეს, რომ “ხალხი იმედგაცრუებულია, მათ თქვენი მოსმენა აღარ უნდათ და  მხარდამჭერების გარდა, ხალხის შეხვედრებზე გამოყვანა ჭირს.”

კომენტარები ფეისბუქიდან