ანჯელინა ჯოლის “დეპრესიული” სამოსი პრემიერისთვის და “საშინელი სიბერე”, რომელსაც ულამაზეს ქალბატონს მიაწერენ

ბოლო დღეებში, ანჯელინა ჯოლი Maleficent: Mistress of Evil-ის პრემიერებიდან გამომდინარე ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ, ოჯახი როგორც იქნა სასიამოვნოდ ატარებს დროს. ამჯერად, 44 წლის მსახიობი ქალიშვილებთან – 14 წლის ზაჰარასა და 13 წლის შაილოსთან ერთად რომში გამოჩნდა.