ტურისტ ქალს, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლმა სცემა

ვაკეში, ტაქსის მძღოლსა და უკრაინის მოქალაქე ტურისტ ქალს შორის ინციდენტი მოხდა. მგზავრს, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს, საღამოს მოხდა.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში ამბობენ, რომ ფაქტზე ჯერ დაკავებული არავინ არის, დაზარალებული ქალი კი პოლიციის განყოფილებაშია.

კომენტარები ფეისბუქიდან