დონალდ ტრამპი – ევროპის ქვეყნებმა სირიის საპატიმროებში მყოფი ტერორისტები უნდა მიიღონ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ევროპის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ის წევრები, რომლებიც ამ დრომდე სირიის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ეს განცხადება მან „ტვიტერით“ გაავრცელა.

„აშშ-ის ხელში არიან „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე საშიში დამნაშავეები. თურქეთმა და ქურთებმა არ უნდა მისცენ მათ უფლება, საპატიმროებიდან გაიქცნენ. ევროპას დიდი ხნის წინ უნდა მიეღო ეს ადამიანები არაერთი მოთხოვნის შემდეგ. მათ ეს ახლა უნდა გააკეთონ. ჩვენ არასდროს დავუშვებთ და შევუშვებთ მათ აშშ-ის ტერიტორიაზე“, – წერს დონალდ ტრამპი.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-მა სირიიდან გაიყვანა ორი განსაკუთრებით საშიში დამნაშავე.