გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს არ გაასამართლებენ

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არ გაასამართლებენ არავის, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს. მიზეზებზე მან გადაცემა კვირის მთავარში 13 ოქტომბერს ისაუბრა.

“მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის, რომ “ივანიშვილი ციხეში”… მისი გადასაწყვეტი იქნება მისი ბედი… სისხლისსამართლებრივი დევნა წინა მთავრობის [არ დაიწყება], გარდა იმ შემთხვევებისა, სად არის [მკვლელობა]…” — თქვა ბოკერიამ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა დადგეს ის დრო, როცა ხელისუფლების შეცვლას არ მოყვება “მასობრივი პოლიტიკური დევნა” ისე, როგორც ყველა წინა შემთხვევებში მოხდა.

“[წინა ხელისუფლების გადამართლება] აბსოლუტურად არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს მთელ ქვეყანას… ჩვენ არ გვყავს პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომ პოლიტიკური ფიგურების დევნის დროს მოგვცემდა განცდას, რომ არიან მიუკერძოებლები… მართლმსაჯულების მთელი მუღამი ხო იმაშია, რომ ჩვენ რასაც ვთვლით, ისე კი არ უნდა იყოს, პროცესი უნდა იყოს [სწორი]”, — განმარტა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

ოპოზიციური პარტიები მუდმივად ადანაშაულებენ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ინტერესების გატარებასა და სახელმწიფო ქონების მიტაცებაში. სწორედ ამ საკითხზე მოსალოდნელ პასუხისმგებლობას გამოეხმაურა ბოკერია.