სულ ახლახანს იაპონიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი ტაიფუნი, ჰაგიბისი მძვირნვარებდა.
ბუნებრივი კატასტროფის დაწყებამდე კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ 7 მილიონი ადამიანის ევაკუირება მოახდინა და მიუხედავად ამისა, მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
დაიღუპა 40, ეძებენ თექვსმეტს, 50 ათასზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე თავშესაფარში რჩება. მიყენებული ზიანის გამოსწორებასა და სამძებრო სამუშაოებში სულ 110 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული.
თუმცა, დღეს იმ უცნაურ მოვლენაზეც მოგიყვებით, რომელიც სტიქიურ უბედურებამდე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კადრზე აღბეჭდეს.
საქმე ის არის, რომ იქამდე, სანამ ჰაგიბისი იაპონიის ზღვისპირა ქალაქებს და კონკრეტულად, ტოკიოს მიუახლოვდებოდა, ცა იასამნისფრად შეიღება, რაც სწორედ რომ მოსალოდნელი უბედურების მანიშნებელი ყოფილა.
ერთი შეხედვით უწყინარი, იასამნისფერი ღრუბლები, რომლებიც ბამბის ნაყინს უფრო მოგაგონებთ, ასე გამოიყურებოდა: