ნატოში ინტეგრაცია ტერიტორიების დაკარგვად დაგვიჯდება”

ამ ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემაფერხებლად არ უნდა იქცეს და საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ნატოს წესდების მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე. რასმუსენი საქართველოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას სთავაზობდა. ეს მოსაზრება არაერთხელ მოგვისმენია საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებისგან, რომლის თანახმადაც, ნატოში საქართველო შესაძლებელია გაწევრდეს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში, ანუ ოკუპირებული ტერიტორიებით, მაგრამ სანამ მათ არ დავიბრუნებთ, მათზე არ გავრცელდება ნატოს წესდების მე-5 მუხლი.