ვინმე ამიხსნით, რაში იღებს თამარ ჟვანია დღეში, დიახ – დღეში, შვიდას ლარს?! რას აკეთებს ამისთანას ეს ურცხვი დედაკაცი?!” – ეს კომენტარი ცოტნე გამსახურდიამ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თამარ ჟვანიას მიერ აღებულ პრემია-დანამატებთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ – თამარ ჟვანიამ, მის მიერ აღებულ პრემია-დანამატებზე ასეთი განმარტება გააკეთა:

 

“საარჩევნო პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისთვის ჩვეულებრივი ზეგანაკვეთურია, მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარე კი არა ყველა ასე მუშაობს. ეს ჩვეულებრივი საჯარო ინფორმაციაა. ჩემს დეკლარაციაშიცაა მითითებული. ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული. ამასთან დაკავშირებით კომენტარი არაერთხელ გამიკეთებია. ვერ ვხვდები ეს ახლა რატომ გახდა ახალი ამბავი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

პორტალ on.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ჟვანიას 2016 წლის ანაზღაურებამ, 197 308 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარი იყო. ”მედაიტორის” ცნობით, თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, მისმა დანატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.
geotimes.ge