კალაძე: გეთანხმებით, რომ არა “ოცნება”, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა, არც დღეს არის. მას თავისი რეიტინგი აქვს. პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„რა შუაშია საერთოდ სალომე.. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა, არც დღეს არის. მას თავისი რეიტინგი აქვს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა,“-განაცხადა კახა კალაძემ.