ქრისტინე კაპანაძის ქორეოგრაფიული სტუდია: ,,განგას” მორიგი ტრიუმფი და დივალის მილოცვა მცხეთის დიდ საკონცერტო დარბაზიდან ინდოეთს!

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი სტუმრის სტატუსით ეწვია მცხეთაში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს სახელწოდებით: „შემოდგომის რიტმები“, სადაც სხვა მრავალ პრესტიჟულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქრისტინე კაპანაძის ინდური კულტურის სტუდია: „განგამ“, რომელმაც მცხეთის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მიულოცა დივალის დღესასწაული სრულიად ინდოეთს და რომლის თავბრუდამხვევმა ცეცხლოვანმა ცეკვების პოპურმა აღაფრთოვანა იქ დამსწრე საზოგადოება და დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე დატოვეს განგას წევრებმა. ჩვენი ჟურნალისტი სათითაოდ გაესაუბრა ანსამბლის წევრებს და მის სოლისტსა და ქორეოგრაფ: ქრისტინე კაპანაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ფესტივალისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო, სულ რამდენიმე დღე ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად იგი ამაყობს თავისი მოცეკვავეებით, რომლებმაც ღირსეული და დამსახურებული ოვაციები დაიმსახურეს დარბაზისგან. ქრისტინემ ჩვენთან საუბარში ისიც კი აღნიშნა, რომ მის ანსამბლს ამ ახლო მომავალში რამდენიმე ახალი წევრი შეემატა და მათი მონაცემებით, იგი როგორც ქორეოგრაფი ძალიან კმაყოფილია, ინდოეთიდან დაბრუნებული ქრისტინე, რომელსაც მასტერკლასები, აქ ჩვენთან საქართველოში, თავად ცნობილმა ინდოელმა ქორეოგრაფმა და მოცეკვავემ: დევეშ მირჩანდანმა ჩაუტარა ახლა აპირებს ამ მასტერკლასების სწავლებას განგას მოცეკვავეებისთვის და აქვს უამრავი ახალი გეგმა, რომელსაც სულ ახლო მომავალში განახორციელებს, როგორც თავის სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

მარიამ პაპაშვილი: 14 წლის, ჰობი ინდური ცეკვა, საყვარელი ფერი წითელი, „ინდურ ცეკვებში განსაკუთრებულად მიზიდავს ფერადოვნება ჩაცმულობაში, მიუხედავად ნერვიულობისა საოცარი შთაბეჭდილება მქონდა, როცა ვიდექი დიდ სცენაზე მსოფლიო ანსამბლებთან ერთად. მომავალში სურვილი მაქვს გავხდე ბოლივუდის მსახიობი.“

ლიზი ოსკანოვი: 11 წლის, ჰობი-ინდური ცეკვა, საყვარელი ფერი წითელი, „ინდურ ცეკვებში მიზიდავს ფერები, ძალიან ვნერვიულობდი, როცა დღეს სხვა ანსამბლებთან ერთად პირველად გამოვდიოდი დიდ სცენაზე, მომავალში მინდა გავხდე მოცეკვავე და გავემგზავრო ინდოეთში.“

მანანა შიოლაშვილი: 12 წლის, ჰობი-ინდური ცეკვა, საყვარელი ფერი იასამნისფერი, „ინდურ ცეკვებში მიზიდავს ფერები, ძალიან ვნერვიულობდი, როცა დღეს სხვა ანსამბლებთან ერთად პირველად გამოვდიოდი დიდ სცენაზე, მომავალში მინდა გავხდე მოცეკვავე და გავემგზავრო ინდოეთში და ჩემი ცეკვით აღვაფრთოვანო მსოფლიო.“ქრისტინე კაპანაძე-ს ფოტო.

ილია კაპანაძე: 12 წლის, ჰობი-თანამედროვე კომპიუტერული, ქსელური თამაშები, საყვარელი ფერი ლურჯი, „არ მინერვიულია, რადგან ძალიან ხშირად მიწევს კონცერტებში მონაწილეობის მიღება, ინდურთან ერთად მე ვარ ილია კაპო, ანუ რეპერი, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პროფესიას ამოვირჩევ, ცეკვას, რეპს, თუ რაიმე სხვა სფეროში მოვსინჯავ ძალებს.“

გაბრიელ სოზაშვილი: 7 წლის, ჰობი-ცეკვა, საყვარელი ფერი წითელი, „მართალია ჯერ პატარა ვარ, თუმცა ჩემი ასაკის ბავშვისთვის საკმაოდ გამოცდილი ვარ, კონცერტებზე ხშირად გამოვდივარ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რა გამოვალ მომავალში“.

შაკო ჩიქობავა: 15 წლის, ჰობი-კულინარია, საყვარელი ფერი შავი, „დიდი ხანია რაც განგაში ვარ და ინდურებს ვცეკვავ, ამიტომ ნაკლებად ვნერვიულობ, როდესაც კონცერტებზე გამოვდივარ.“

ანასტასია ეპისკოპოსოვი: 13 წლის, ჰობი-სიმღერა და ცეკვა, საყვარელი ფერი იასამნისფერი, „ხშირად გვაქვს კონცერტები, ფესტივალები და სხვადასხვა პროექტები, ამიტომ ვცდილობ ნაკლებად ვინერვიულო, თუმცა როდესაც ამხელა დონის ფესტივალზე მსოფლიო ანსამბლებთან ერთად გამოვდივარ ცოტას მაინც განგას ყველა წევრი ვღელავთ და ეს ბუნებრივიცაა, რადგან გვინდა ჩვენი ქორეოგრაფივით, ჩვენი ქრისტინე მასწავლებლის მსგავსად საუკეთესოები ვიყოთ.“