შემოვიდა სახლში, საბანი გადამხადა და… – რას ყვება 16 წლის ქარელელი გოგონა კამერებთან, რომელიც თანასოფლელმა ბიჭმა გააუპატიურა

არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია, ტელე-კამერასთან შემზარავ ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ მეზობელმა ის იარაღის მუქარით, რამდენჯერმე გააუპატიურა. გოგონას თქმით, მაშინ ის სულ რაღაც 12 წლის იყო.
დაზარალებულთან ინტერვუ “დიამ” ჩაწერა.
როგორც ირკვევა, მომხდარზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, თუმცა მამაკაცი არა ამ დანაშაულისთვის, არამედ ყაჩაღობის მუხლით იხდის სასჯელს. სოფელი სამართლიან სასამართლოს და გამოძიებას ითხოვს.
“ჩუმად შემოიპარა სახლში, კარები გააღო და ჩემს ლოგინში ჩაწვა… გადამხადა საბანი და ხელში ამიყვანა, გარეთ გამიყვანა, თოფი აღო და მომადო. უნდა დამეყვირა, მაგრამ ვერ დავიყვირე, მითხრა დაგვიჭერენო… პირზე ხელი დამადო”- აცხადებს ძალადობის მსხვერპლი, რომელიც ახლა 16 წლისაა.
მისივე თქმით, მამაკაცმა მასზე საკუთარ სახლში იძალადა, შემდეგ კი ტყეში წაიყვანა და დანის მუქარით გააუპატიურა.
“რაღაც ცუდი გამიკეთა, გამაუპატიურა… გამოქცევა ვცადე, ბოლოს ამათრია და დანა ყელზე მიმადო”- აცხადებს მოზარდი.
სოფელში აცხადებენ, რომ ეს აღნიშნული ახალგაზრდა მათი მცირეწლოვანი ბავშვების გაუპატიურებას ცდილობდა.
ნახეთ “დია ნიუსის” უმძიმესი სიუჟეტი.

News