საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ  მაკრონმა პეკინში ვიზიტისას,  ლიბერალური წესრიგის თვალსაზრისით,  ხელშეკრულება გააფორმა ეშმაკთან, _ წერს ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი”.

 

სტატიის ავტორი განმარტავს, რომ ლაპარაკია მაკრონის შეთანხმებაზე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან 15 მლრდ დოლარის ახალ სავაჭრო გარიგებებზე. “ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს ეს ძალიან მოეწონათ”, _ წერს “ვაშინგტონ პოსტი”და მოჰყავს ჩინური გამოცემა Gლობალ თიმეს-ის მასალა, რომელშიც ლაპარაკია ჩინეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის ახალ ერაზე ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე.
geworld.ge