ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობის) აღიაროს
სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მნიშნელოვანია, სახელმწიფომ ჰომოსექსუალთა სამოქალაქო ქორწინება (პარტნიორობის) აღიაროს.
„სხვა შემთხვევაში კონსტიტუციაში ნათქვამია უციური ჩანაწერი, რომელიც ქორწინებას, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირს განსაზღვრავს, წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.
სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება არის იგივე ქორწინება, რომელსაც პროპაგანდისტული მოტივებით, ხალხის უარყოფითი რეაქციის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ სხვა სახელი ჰქვია. ამგვარი პარტნიორობის არსებითი შინაარსი ზუსტად იგივეა, რაც ოჯახის სამართლებრივი შინაარსი.
იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალთა სამოქალაქო პარტნიორობა დაკანონებულია, ერთადერთი რეალური განსხვავება პარტნიორობასა და ოჯახს შორის არის ის, რომ პარტნიორობის შემთხვევაში ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის უფლება არ ეძლევათ. ყველა სხვა უფლებით ჰომოსექსუალთა პარტნიორობა ოჯახისგან არსებითად არაფრით განსხვავდება და რეალურად ეს არის იგივე ოჯახი, რომელსაც უბრალოდ, სხვა სახელი მოუფიქრეს, რათა ამ ნორმის დამკვიდრების მიმართ მოსახლეობისგან რაც შეიძლება მცირე წინააღმდეგობა იყოს“-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში შესატან ცვლილებებში.http://cyc.ge