შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში პირველ ადგილზეა

კალამი უფრო ძლიერია, ვიდრე ხმალი – თუ წიგნის მოყვარული ხართ, გეცოდინებათ, რომ ეს ნამდვილად სიმართლეა. მწერლებმა კაცობრიობის ისტორია აღწერეს, ისინი ქმნიდნენ ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვან ნარწამოებებს. ვინ არიან ყველა დროის საუკეთესო მწერლები? ჩამონათვალში, რომელშიც მსოფლიო ერების ასობით მწერალია შესული, პირველი ადგილი XII საუკუნის დიდ ქართველ პოეტსა და მოაზროვნეს შოთა რუსთაველს უკავია, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი პოემის “ვეფხისტყაოსნის” ავტორია.

სიაში საუკეთესო მწერლები შევიდნენ, რომელთა ნაწარმოებებმაც დროს გაუძლო. პირველ ათეულში ამ დროისთვის ისეთი ლეგენდარული მწერლები მოხვდნენ, როგორებიც არიან უილიამ შექსპირი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, დიკენსი, ტოლკინი, ალან პო, ჰომეროსი, ჯორჯ ორუელი, მარკ ტვენი.

გამოკითხვა საიტზე ranker.com მიმდინარეობს და რუსთაველისთვის ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ.