საქმიანი და წარმატებული: ლიკა ფუტკარაძე – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა
–გაეცანით ლიკა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, თქვენი ოჯახი, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.
-გახლავართ ლიკა ფუტკარაძე, 28 წლის, პროფესიით იურისტი, ამ ჟამადაც ვაგრძელებ სწავლას და ვარ მაგისტრანტი, რამდენიმე წელიწადი ვცხოვრობდი გერმანიაში. 2012 წლიდან ვარ ინდ. მეწარმე, ვეწევი ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან და იაპონიიდან, ასევე მაქვს კოსმეტიკის ინტერნეტ-მაღაზია – ლიკ კოსმეტიკი. რათქმაუნდა ყოველივე ამაში ძალიან დამეხმარნენ ოჯახის წევრები.
–რამ გადაგაწყეტინათ ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება?..
-2018 წლამდე არც კი ვიცოდი ამ პროექტის არსებობის შესახებ, ძალიან გამეხარდა, როდესაც მეგობრის დედამ (ქალბატონმა ანა ლენორმანმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ), რომელიც თქვენთან მონაწილეობს გამაცნო ეს პროექტი, რათქმაუნდა დავინტერესდი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მიყვარს ქველმოქმედება, სიკეთის კეთება. ძალიან მიხარია, რომ პროექტი ხელს უწყობს ქალების აქტივობას და თვითრეალიზებას. დედაჩემი 55 წლისაა და ჩემი დაჟინებული თხოვნის საფუძველზე ისიც ჩაერთო ავტომობილების ბიზნესში და დღეს საკმაოდ წარმატებული ქალბატონია, როდესაც იყო დიასახლისი და ოჯახის საქმეების გარდა არაფერს აკეთებდა. მოხარული ვარ, რომ თქვენს პროექტს აქვს საქველმოქმედო დატვირთვაც და იმედი მაქვს მეც მომეცემა ამ მხრივ ჩემი წვლილის შეტანის საშუალებაც, რადგან ძალიან მიყვარს გაჭირვებული ადამიანების დახმარება.
–როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?..
-ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მამაკაცებისთვის უფრო მარტივია ყველანაირ ასპექტში წარმატების მიღწევა, რადგან ვფიქრობ, რომ მართალია ოცდამეერთე საუკუნეა, თუმცა ქალთა უფლებები მაინც ირღვევა და უამრავი ქალი ხდება მამაკაცების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. შესაძლოა, რომელიმე დიასახლის ქალბატონსაც უნდოდეს ბიზნეს ლედობა, თუმცა მეუღლის რეაქციის ეშინოდეს. რადგან მყავს ისეთი მეგობრები ვიცი, რომ მათი ქმრები უკრძალავენ ცოლებს მუშაობას. ან სულაც რძლის მუშაობა დედამთილს არ მოსწონს. ჩემი აზრით ძალიან ბევრი კრიტერიუმია, სადაც იჩაქრებიან ქალები. მიმაჩნია, რომ მამაკაცები ქალების დისკრიმინაციას ეწევიან, ამიტომ მივესალმები თქვენს პროექტს, რომელიც სწორედ ამის გადალახვაში დაეხმარება ჩაგრულ ქალბატონებს.
-როგორ ფიქრობთ ლიკა რატომ ენგრევათ წარმატებულ და საქმიან ქალებს ოჯახები?..
-მიმაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში მამაკაცები სწორედ ქალების წარმატებას ვერ ეგუებიან, ეშინიათ ძლიერი ქალის ფიგურის და ამიტომაც ხდება ასეთი ოჯახი დანგრევის კანდიდატი.
-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-პირველი, რასაც ვურჩევდი ყოველთვის ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, რადგან ალბათ დამეთანხმებით, რომ არავინ იბადება ბიზნეს ლედად და არავის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დასაწყისიდანვე ჰქონდეთ დიდი ბიზნესი, ყველა ვიწყებთ პატარა საფეხურიდან, თავიდან პირადად მე დავიწყე 5 ავტომობილის რეალიზაციიდან და დღეს უკვე გარკვეულ დონემდე ვარ მისული, ამიტომ არასდროს უნდა დანებდნენ და დაყარონ ფარ-ხმალი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის რწმენით შეძლებენ წარმატების მიღწევას.
შეგახსენებთ, რომ ლიკა ფუტკარაძე გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ლიკა, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ლიკა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქველმოქმედი ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.