პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა, დამოუკიდებელი დეპუტატები გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე შეუერთდნენ.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა, დამოუკიდებელი დეპუტატები გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე შეუერთდნენ. მათი შეფასებით, ერთადერთი გამოსავალი ორგანიზებული საპროტესტო ტალღაა, რომელსაც პარლამენტზე მეტი ლეგიტიმაცია ექნება.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.
marchalpres.ge

კომენტარები ფეისბუქიდან