პეტერბურგი 2020 წლის სამიტისთვის მზადებას იწყებს

რუსეთის ლიდერის თქმით, საჭიროა დაფიქრება, თუ რა ახალი მიზნები შეიძლება დაისახოს ორგანიზაციის წინაშე და რა მასშტაბურ ამოცანებზე შეიძლება კონცენტრირება ვაჭრობის, ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროებში.  პეტერბურგში 2020 წელს დაგეგმილი БРИКС-ის სამიტისთვის ვრცელი ეკონომიკური პროგრამა მომზადდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

БРИКС-ის სამიტი გუშინ დაიწყო ბრაზილიაში და მან დღეს დაასრულა მუშაობა, რის შემდეგაც ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთი ხდება.„პეტერბურგის БРИКС-ის სამიტისათვის… ღონისძიებათა ვრცელი პროგრამა მომზადდება. ბევრი მათგანი ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნება“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა ფორუმის დახურვის ცერემონიაზე.

ვლადიმირ პუტინის თქმით, საჭიროა დაფიქრება, თუ რა ახალი მიზნები შეიძლება დაისახოს ორგანიზაციის წინაშე და რა მასშტაბურ ამოცანებზე შეიძლება კონცენტრირება ვაჭრობის, ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროებში.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ БРИКС-ის საქმიანი ფორუმისა და ექსპერტული საზოგადოების მიერ წამოყენებული წინადადებები გამოყენებული იქნება.

 

კომენტარები ფეისბუქიდან