უმრავლესობის რიგები ზვიად ძიძიგურმა და “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ​ ფრაქციის ყველა წევრმა დატოვა

     საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა – ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის რიგები 6 დეპუტატისგან შემდგარმა “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ​ ფრაქციამაც დატოვა.

     აღნიშნული ფრაქციის წევრები არიან: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე.

     გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა. “კონსერვატორებთან” ერთად მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.