ქართული მარში” “პატრიოტთა ალიანსის” მიერ  17 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდება

“ქართული მარში” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს და  “პატრიოტთა ალიანსის” მიერ  17 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდება.

ამის შესახებ განცხადება „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თანამოაზრეებთან ერთად გააკეთა.

„ქართული მარში” სრულიად მხარს უჭერს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო ქართული ოცნების მაჟორიტარი საპარლამენტო დეპუტაციის ქმედებას განიხილავს, როგორც თაღლითობას და გაუგონარ ტყუილს. ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი გვამოძრავებდეს, ვერასოდეს დავდგებით იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ძირითადი ლიდერები არიან სისხლიანი ჯალათები-ბოკერიას და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით, ასევე ამორალურად ვთვლით თბილისი პრაიდის, მამათმავლების, ლგბტ აქტივისტების, ლიბერასტ-სოროსელების გვერდით დგომას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ზნეობრივ-მორალურ ღირებულებებს. ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას სააკაშვილის ავადმყოფური სურვილის ასრულებაში – განახორციელოს რევანში და დაბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მმართველად. არც ერთი ეროვნულად მოაზროვნე ქართველის ადგილი არ არის იქ, სადაც ლიდერები არიან ეკლესიის, მართლმადიდებლობის, რწმენის მტერი სოროსელ-მამათმავლები, რომლებსაც სურთ ჩვენი სამშობლოს გადაგვარება და განადგურება, მათთან ერთად ბრძოლა ღალატის ტოლფასია.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე „ქართული მარში” უერთდება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას, რომელიც გაიმართება ხვალ 17:00 საათზე ე.წ. რესპუბლიკის მოედანზე, რადგან ვთვლით რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან, მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა ეროვნულ-პატრიოტული, მართალი პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს!”-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მანვე „ქართული მარშის“ ყველა წევრს და მხარდამჭერს მოუწოდა, რომ შეუერთდეს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას.
ipress.ge

კომენტარები ფეისბუქიდან