გიგლა ბარამიძე არჩილ თალაკვაძეს: „შე კობზონა გოიმო ამას როგორ კადრულობ და აკადრებ ქართველ ხალხს“
“ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიგლა ბარამიძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის გარშემო არსებულ სკანდალს ეხმაურება.
ბარამიძის თქმით, საზოგადოება “ქართული ოცნების” მორიგი თვალთმაქცური აფიორით აღშფოთებულია.
„როდესაც მთელი საზოგადოება შეშფოთებულია, ყველა პოლიტიკური პარტია ერთის გარდა, ქართული საზოგადოება, ახალგაზრდობა, აღშფოთებულია „ქართული ოცნების“ მორიგი თვალთმქცური აფიორით, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები და უპირვერლეს ყოვლისა ვგულისხმობ მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სიგარა პირში გაჩრილი, ისვენებს იტალიაში კომოს ტბაზე. როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს იჭერენ, წუწავენ და არ ვიცი კიდე რა სხვა, პარლამენტის თავმჯდომარე და აკიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი, თავს უფლებას აძლევს, ესეთი თახსირული მაგალითი ჩაიდინოს.
პირდაპირ მინდა მივმართო: შე კობზონა გოიმო ამას როგორ კადრულობ და აკადრებ ქართველ ხალხს, არა მხოლოდ თბილისელებს არამედ სრულიად საქართველოს, მაგრამ უნახავმა რა ნახაო შენზე და შენნაირებზეა ნათქვამი, ბოდიში საზოგადოებასთან რომ შენობით მივმართავ ამ უღირს თანამდებობის პირს მაგრამ ეს არის ქართული ოცნების სახე, ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება წარმოადგენდეთ ხელისუფლებას და ადრე თუ გვიან თქვენ მოგეთხოვებათ ადრე თუ გვიან პასუხი” – აღნიშნა ბარამიძემ.