„მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მოლაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკავაძეს კიდევ ერთხელ მიმართავს და სოციალურ ქსელში ფოტომტკიცებულებებს აქვეყნებს.
„ბატონო არჩილ, აბა, ჟურნალისტებმა მოიტყუესო. ეს თქვენ არ ხართ? მთავარია, დღის ბოლომდე სტამბულის აეროპორტში ჩაწერილი თქვენი ვიდეო არ დადოს რომელიმე ემიგრანტმა, ბატონ ბიძინას ცუდი სიტყვებით რომ მოიხსენიებთ“, – წერს მელაძე.