რის მინისტრია ირაკლი ღარიბაშვილი

…ან მინისტრია საერთოდ? ეს კითხვა მართებულია, დაისვას, რადგან ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი თესს გაუგებრობას, რატომ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები თავდაცვის მინისტრის დონის შეუსაბამო პირებთან შეხვედრების გასამართად, მით უმეტეს, რომ ამ პირებს თავდაცვასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ და ჩვენს მინისტრს პატარა ბავშვივით ყურს უწევენ!

საუბარია სააკაშისტურ ანტირუსულ ლობიზე — ყოფილ ელჩებზე, ყოფილ ჩინოვნიკებზე, ყოფილ სამხედროებსა და სხვა «ყოფილებზე», რომლებთან შეხვედრებზეღარიბაშვილმა ბევრი დრო დახარჯა, ბიუჯეტის ფულთან ერთად და საქართველოში ხახამშრალი ბრუნდება. საუბრები, თურმე, ნუ იტყვით, საქართველოს საარჩევნო სისტემას ეხებოდა! რა თავდაცვის მინისტრის საქმეა საარჩევნო სისტემა?! ამერიკელების ხომ, საერთოდ! მაგრამ რას ვიზამთ, «საქართველოს 80% ოკუპირებულია შეერთებული შტატების მიერ» — ხალხური ანდაზაა…

უბრალოდ, გული შეგვტკივა, რომ საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში ნაელჩარი უილიამ კორტნი ნოტაციებს უკითხავს ვითომ სუვერენული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს და ესეც, პატარა ბავშვივით, თავს იმართლებს…

ხელი ჩამოგერთმია, ბატონო ირაკლი, რუსეთის პრეზიდენტის პუტინისათვის, ბაქოში 2015 წელს, როდესაც ამის ნაცვლად, დაიმალე და კაზინოს დირექტორთან, მონაკოს «პრინცთან» დაჯექი შეშინებული სახით, თითქოს პუტინი გიკბენდა… რაო, «ნაცების» შეგეშინდა.

გულბაათ რცხილაძე
Geo info from