გავიცნოთ პროექტ-„საუკეთესო ქართული გემო 2020“-ის მონაწილე-რესტორანი „ალაზანი“!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის გრანდიოზული პროექტი: „საუკეთესო ქართული გემო 2020“-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება თბილისში და მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს რეგიონებში მყოფ კვების ობიექტებს, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მყოფ ქართულ რესტორნებსაც ეძლევათ საშუალება ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ საქართველოში არსებულ საუკეთესო კვებით დაწესებულებებს.

ფინალი გაიმართება ქ. თბილისში, 30 მარტს. გამოვავლენთ წლის საუკეთესო ქართულ გემოებს და ასევე საუკეთესო ახალ და ძველ ქართულ გემოს. ყოველდღიურად ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (რესტორნებს, კაფე-ბარებს, ლაუნჯებს, სასმელის კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ უგემრიელეს ქართულ პროდუქციას).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „საუკეთესო ძველი ქართული გემო“ -ს დაჯილდოვების კანდიდატია:  რესტორანი „ალაზანი“ და მისი შეფ-მზარეული: ალექსი სხირტლაძე, რომელიც 40 წელია ერთგულად ემსახურება თავის საყვარელ საქმიანობას: კულინარიას და მაღალპროფესიონალურ დონეზე ამზადებს ქართულ უგემრიელეს კერძებს!

ეწვიეთ რესტორან „ალაზანს“ თბილისში! მისამართი: წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. 96

ალექსი სხირტლაძე: „პირადად ჩემი საუკეთესო ქართული გემოა: რაჭულ-იმერული სამზარეულო, რადგან ვთვლი, რომ რაჭული და იმერული სუფრის სინთეზი ჭეშმარიტად ქმნის საუკეთესო ქართულ გემოს, ჩვენ რესტორან ალაზანში მომხმარებლებმა უნდა დააგემოვნონ ჩვენი კერძები, ვისაც უნდა, რომ ეზიარონ ნამდვილად ქართულ, ტრადიციულ საუკეთესო გემოებს, ჩვენ სამზარეულოში კეთდება ყველა პროდუქტი გაუყინავად, ცოცხლად, ასევე არ ვიყენებთ მავნე პროდუქტებს, მაგალითისთვის მაიონეზს, რომელიც ალბათ იცით, რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელია. გვაქვს ალაზნის ლოქო, ხბოს ნეკნები ჩვენივე შეზავებული აჯიკით, რომელიც მხოლოდ ჩვენთან, რესტორან ალაზანში მზადება. საერთოდაც, როგორც გითხარით ყველა კერძს ნატურალურად ვამზადებთ და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ვიმსახურებთ საუკეთესო ქართული გემოს ტიტულს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეწინააღმდეგები ქართულ სამზარეულოში ქალბატონების ფუსფუსს, ვთვლი, რომ ნამდვილი ქართული გემოს შემქმნელი მაინც მამაკაცია, ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა, რომ ხაჭაპური აბდალა ქალს უნდა გამოაცხობინოო, რადგან ცხიმსაც და ყველსაც უზომოდ ბევრს უზამსო და შესაბამისად კერძიც უგემრიელესი გამოვაო. მაგრამ ქართული გემო, მაინც მამაკაცის ხელთაა. ამიტომ გელოდებით ჩვენი სამზარეულოს უგემრიელესი კერძების დასაგემოვნებლად უახლოეს მომავალში განახლებულ ალაზანში.“

დაგვიკავშირდით: 599 53 02 17