ისინი ძალაუფლებისა და ფულის სიყვარულმა გააერთიანა.

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე 23 ნოემბერს კიევში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ წევრების, გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის ვიზიტს გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისინი ძალაუფლებისა და ფულის სიყვარულმა გააერთიანა.

“ეგენი სამშობლოს სიყვარულმა კი არა, ფულისა და ძალაუფლების სიყვარულმა გააერთიანა! გუბაზი ცნობილი “ფულისტია”, ბიძინასთან ვერ იშოვა მილიონი და ახლა მიშას უძვრება. გუბაზ სანიკიძემ და კაკო ასათიანმა პუტჩისთანავე უღალატეს ზვიადს და შეუძვრნენ შევარდნაძეს! ასე რომ, როდესაც ეს გუბაზი კიდევ გაბედავს და ბრტყელ-ბრტყელებს ილაპარაკებს ზვიად გამსახურდიაზე, ყველამ შეახსენოს, რომ ის ზვიადისა და საქართველოს მოღალატეა. რაც შეეხება ვალერი გელბახიანს, ისიც ცნობილი მოღალატეა. მან უღალატა ასლანს. მან უღალატა ბადრის. ახლა კი სააკაშვილს უძვრება და და მაგასაც უღალატებს. ღირსების მქონე კაცი სააკაშვილთან სუფრაზე როგორ დაჯდება? მე ვნახე კადრები, როგორ უჭახუნებდნენ ეს ავაზაკები სააკაშვილს ჭიქებს.

იმ “ჩოხოსანთა” გეი-ფილმსაც ხომ არ უყურეს ერთად, მოცალეობის ჟამს?! ან ეს გუბაზი და გელბახიანი თავიანთ შვილებს რას ერჩოდნენ, კიევში რომ იახლეს “შაჰის კარზე”?! ბოდიში და გული მერევა ამათ შემხედვარეს! აი, ამას ჰქვია “პოლიტიკური პროსტიტუციის დღესასწაული”! თანაც, ეს პოლიტიკური ლეშები სააკაშვილს შეხვდნენ “ვარდების რევოლუციის” მე-16 წლისთავზე!

ამ მოღალატეებს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასამდე ბიჭის სისხლი არ მოასვენებს. ესენი ამიერიდან არაკაცობის სინონიმები არიან”,- განმარტა ჯაველიძემ.

აკადემიკოსი ოპოზიციური პარტიების მიერ რუსთაველზე, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “რევოლუციის მოსაწყობად” თავისივე მომიტინგეების მკვლელობას გეგმავს.

“გავრილოვის რევოლუცია” არ გამოუვიდათ! “ვარდების რევოლუცია” არ გამოუვიდათ! ახლა, როგორც ჩანს, მესამე წრეზე მიდიან! სააკაშვილს სისხლი სწყურია. მას უნდა სისხლი დაღვაროს, რომ ამ “სოუსით” დაამხოს “სისხლიანი ხელისუფლება”. სააკაშვილს ერთადერთი გზა რჩება – სისხლის დაღვრა. იმავე სცენარით, როგორც ეს კიევში “მაიდნის რევოლუციისას” გააკეთეს, როცა სააკაშვილის სნაიპერმა თავიანთივე მომიტინგეები დახვრიტეს და ასე ააგორეს რევოლუცია. ამიტომაც, ყველამ უნდა იცოდეს, სააკაშვილი “რევოლუციის მოსაწყობად” თავისივე მომიტინგეების მკვლელობას გეგმავს. დიახ მოკლავენ ერთ-ორ კაცს და ყველაფერს ხელისუფლებას დააბრალებენ. ხალხი ამათ შეჭამს და მოინელებს. არ მინდა, რამეზე წაუცდეთ ხელი. მერე, ამათი დანდობა აღარ იქნება. ქართველი ხალხი ამ ნაცბანდას და მის ბორდელში შემძვრალ გამეძავებულ “ოპოზიციას” ლინჩის წესით გაასამართლებს”,- განაცხადა ჯაველიძემ.

კომენტარები ფეისბუქიდან