ყველაფერი ის, რაც ნაცებს, წესით, 2012 წელს ხალხისგან უნდა მიეღოთ და “ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის უაზრო და უნიათო მსოფლმხედველობის გამო არ და ვერ მიიღეს, ნაცებმა ახლა აქეთ მოუტრიალეს “ქართულ ოცნებასაც” და ბიძინა ივანიშვილსაც.

ასეთი მძიმე და წარმოუდგენელი პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ!  ზოგიერთმა  ამას წინათ სოციალურ ქსელში ლგბტ–აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მერაბ კოსტავას შეადარა.  აი, აქ შეიძლებოდა ამ ერთი ფრაზით დაგვემთავრებინა ეს საგაზეთო  სტატია _ უბრალოდ, მთელ გვერდზე,  მთლიან თეთრფონზე ეს ერთადერთი  ფრაზა დაგვეწერადა მორჩა!  გასაგები იქნებოდა ის უტიფრობა, რომელიც ახასიათებთ დღევანდელ “მოპროტესტეებს”  რუსთაველზე, ის სირეგვნე, რომელიც ახასიათებთ მათ მხარდამჭერებს სოციალურ ქსელებში და ის ტრაგიზმი,  რომელიც ახასიათებს საქართველოს ყოფასა და ცხოვრებას,  რამდენიმე თვეა…

ალბათ, ეს ყოველივე უფრო შთამბეჭდავიც იქნებოდა მკითხველისთვის… მაგრამ მე მაინც განვაგრძობ და ჩამოვთვლი კიდევ რამდენიმე საოცარ უტიფრობასა და უსირცხვილობას, რომლებიც “მოძრაობა სირცხვილიას” წევრებისა და მათი ორგანიზებით გამართული “ნაცისტურ-მიშისტური” საპროტესტო აქციების თანმდევი და განუყოფელი ატრიბუტია.

რომელი ერთი გავიხსენო? დავიწყოთ, თუნდაც, იმით, რომ ამ ორიოდე დღის წინათ ნაცი გრიგოლ ვაშაძე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” ჩინოსნებს “ნიურნბერგის პროცესით” დაემუქრა. “დღევანდელი ხელისუფლების ჩინოსნებს მივმართავ: ის დროა, გადმოწეროთ “იუთუბიდან” ნიურნბერგის პროცესი და ჩაუჯდეთ და კარგად უყუროთ. მალე იგივე მოგელით თქვენც და იცოდეთ, არ გიშველით თავის მართლება: მე არ მინდოდა, გამეკეთებინა ეს, მაგრამ ჰიტლერმა დამავალა და ასეთები…” _ მოუწოდა ვაშაძემ დღევანდელ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და ა.შ.

რაც უნდა მოწინააღმდეგე იყო ადამიანი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის, ვის-ვის და ჰიტლერს მას ნამდვილად ვერ შეადარებ, თუ უტიფარი, ურცხვი და უშუბლისძარღვო არ ხარ. უბრალო და უდანაშაულო ადამიანმაც რომ თქვას ბიძინაზე, _ ჰიტლერიაო, ესეც კი უსინდისობაა, მაგრამ, როცა დაუკვირდები და გაიაზრებ, ვინ თქვა ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკვე უტიფრობა და ურცხვობა კნინობით-საალერსო სიტყვებია იმასთან შედარებით, რასაც სინამდვილეში ის იმსახურებს. სიტყვები, რომლებითაც უნდა შევამკოთ “ზაიბალ” ვაშაძე, ბუნებაში, კოსმოსში, გალაქტიკაში არ არსებობს. ადამიანი, მაღალჩინოსანი იმ პოლიტიკურიპარტიისა, რომელმაც  დადასტურებულად, ღიად,  დაუფარავად აწამა, დახოცა,  შეუარცხყო, გაანადგურა ათასობით ადამიანი და მთლიანი ოჯახებიც კი;  რომლის ქვეყნის სათავეში ყოფნის პერიოდში ციხეებში მყოფნი იხსენებენ,  რომ მსგავსი გოდებისა და წამების ხმები, როგორიც იმ დროს საპატიმრო  საკნებიდან ინტენსიურად ისმოდა, ცხოვრებაში კი  არა, კინოფილმებშიც არ მოუსმენიათ,  გველაპარაკება, რომ ნიურნბერგის პროცესი უნდა მოუწყოს სხვას.  ნამდვილადარ აქვს ახლა მნიშვნელობა,  ის ბიძინაზე ამბობს ამას თუ ვინმე სხვაზე…

ნაცური უტიფრობების ნომინაციაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს გიგი უგულავასფრაზაც. “მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მორალური ბოიკოტი გამოუცხადოს“ ოცნების” ლიდერებსა და სახეებს.  სადაც ნახავთ _ ქუჩაში, ბაზრობაზე, სადაც შეგხვდებათ ვინმე, ვინც ამ მოძალადეებს უჭერს მხარს, ხელი არ ჩამოართვათ და სახეში აფურთხეთ”, _ განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა, ისე, რომ წარბიც არ შესტოკებია…

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც ნაცებს, წესით, 2012 წელს ხალხისგან უნდა მიეღოთ და “ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის უაზრო და უნიათო მსოფლმხედველობის გამო არ და ვერ მიიღეს, ნაცებმა ახლა აქეთ მოუტრიალეს “ქართულ ოცნებასაც” და ბიძინა ივანიშვილსაც.

საზოგადოდ, ამ ე.წ. საპროტესტო აქციების პათოსი და ძირითადი ლოზუნგი “სირცხვილია”, ასევე ის ძირითადი შეძახილი, რომელსაც მანიფესტანტები იყენებენ _ “მონებო!” _ თავისთავად უტიფრობისა და უსირცხვილობის ნიმუშია.

არაერთხელ გვახსოვს ქართულ სინამდვილეში მიტინგებისკენ რიხიანი მოწოდება და შემდეგ შეკრებილი ცოტა ხალხი, რაც მიტინგის ორგანიზატორთა შერცხვენით მთვარდებოდა და ისინი სირცხვილით კაი ხანს ვეღარ ჩნდებოდნენ ბეჭდურ მედიასა და ტელეეკრანებზე….

ახლა კი იმის მომწრეც გავხდით, რომ ადამიანები, რამდენიმე თვეა,  მოუწოდებენ, ეჩხუბებიან, ეხვეწებიან  ხალხს, _ “გამოდით გარეთ” და, მიუხედავად იმისა, რომ კაციშვილი არ გამოდის, არც ორგანიზატორებს ეტყობათ რამე “დარცხვენისა” და არც ამ აქციების დამკვეთი “ნაციონალური მოძრაობის”  ლიდერებს. პირიქით, ისე საუბრობენ“ მთელი ქართველი საზოგადოებისა”  თუ“სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის” სახელით, გეგონება,  ყველაზე მცირე, ნახევარი მილიონი  კაცი მაინც გამოიყვანეს ქუჩაში.

მათი “კრეატიულობის” უკანასკნელი გამოვლინებაა ახალი მოძრაობა სახელწოდებით “გაბედე!”. აქაოდა, კი უნდა ხალხს გამოსვლა გარეთ, უბრალოდ, ტირანი ივანიშვილისა ეშიანიათ და ვერ ბედავენ გამოსვლასო… აი, ეს უკვე სასაცილოც კი აღარ არის…

თუმცა, რა უნდა ელაპარაკო ადამიანებს, რომლებსაც თავის უმთავრეს მტრად ტელეკომპანია “იმედის” “დრონები” აქვთ მიჩნეული?!

“აი, ახლა დაგვასევენ “იმედის” “დრონებს” და დაითვლიან თავებს”, _ ატყდება ხოლმეირონიული ჟივჟივი  სოციალურ ქსელებში, როგორც კი  ნაცები და მასთან მიწებებული ერთკაციანი “პარტიები” საპროტესტო აქციას დაიწყებენ.

არადა, “დრონი” არის უწყინარი, ვიდეოკამერით აღჭურვილი “არსება”, რომელიც არავის არაფერს უშლის… უბრალოდ, რეალობას აღბეჭდავს პირუთვნელად. რას იზამ, ყველას არ აქვს იმის უნარი, რომ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორებივით იმ კუთხითა და რაკურსით ატრიალოს ვიდეოკამერა, რომ ორასი ადამიანი ორი ათასად გამოჩნდეს…

რაო, ვითომ “დრონებიც” მფრინავი “ტროლები” და “ბოტები” ხომ არ არიან?!

მოგეხსენებათ, ყოველთვის, როდესაც ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებს სიმართლეს ეტყვი, ისინი იმ წამს “ტროლობასა” და “ბოტობას” გაბრალებენ _ აქაოდა, ბიძინამ თუ რომელიღაც მისმა “თანაშემწემ” დაგავალა იმის თქმა, რასაც ამბობო. საუბარი გადააქვთ არა კონკრეტულ თემასა და საკითხზე, არამედ სწორედ თემისთვის თავის არიდების მიზნით აბრალებენ ყველას “ტროლობასა” და “ბოტობას”.

არადა, ყველაზე სერიოზული “ტროლები” სწორედ გიგა მაქარაშვილი და შოთა დიღმელაშვილი არიან, რომლებიც იქ მისულ მცირე მასას მართლა“ პროფესიონალურად” “ტროლავენ” და ისე უტიფრად გაიძახიან, _ “მთელი ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთო”,  ერთი–ორჯერ, ტელევიზორიდან ეს ფრაზა რომ მოვისმინე, მეც რაღაცნაირად გავმედიდურდი, როგორც ერთ–ერთი“დამკვეთი”. სინამდვილეში კი,  ამ ავანტიურისტი გარეწრებისთვის არავის არაფერი დაუკვეთია, მიშა სააკაშვილის გარდა. მათი დამკვეთიც, პატრონიც მებატონეც და “ღმერთიც” მხოლოდ და მხოლოდ ნომერი პირველი მანიაკი მიშა სააკაშვილია.

მით უფრო უტიფრობაა მათი მხრიდან ის, რაც 25 ნოემბერს გამართულ აქციაზე იკადრეს _ კამერების წინ ბიძინა ივანიშვილის “ხატებით” ხელში წარდგნენ, ხოლო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ ისეთი უხამსი ტრანსპარანტები გამოფინეს, იმ სიტყვების აქ გამეორება მართლაც არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

მინდა, ვკითხო იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკურ ლიდერებს თუ მათ მხარდამჭერებს, რომლებიც აცხადებენ, _ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ საერთო მიზნის გამო, თორემ კონკრეტულ პოლიტიკურ მიმართულებებში არ ვეთანხმებით და სააკაშვილის დაბრუნება არ გვინდაო:

ჯერ ერთი, მიშა თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებათ მაგას და, თუკი ბიძინა ივანიშვილს მართლა უმტყუნა ნერვებმა და ზურგი შეაქცია ამ ქვეყანას, სააკაშვილი ნახევარ საათში მოექცევა საქართველოს ხელისუფლების სათავეში!

მეორეც _ კარგი, პოლიტიკა იქით იყოს და აი, ამ მკრეხელებს, უტიფრებს,  მატყუარებს რომ უდგახართ გვერდით და მათ ლოზუნგებს ისმენთ, ტრანსპარანტებს კითხულობთ, პროტესტი როგორ არ გინჩნდებათ?! როგორ ითმენთ, რომ  ხმას არიღებთ და არ გადააფხრიწავთ  თავზე მათამ მკრეხელურ ლოზუნგებს?!

ან, როდესაც მიშა სააკაშვილის პირადი მონა გრიგოლ ვაშაძე ტრიბუნიდან “ნიურნბერგის პროცესზე” საუბრობს, არ წითლდებით მაინც, თქვე მამაცხონებულებო?!

“ბიძინამ მოგვტაყუაო,” _ ამ საბაბით რომ გამოყრილხართ ქუჩაში, რა, მიშა ნაკლებს გატყუებთ ვითომ?

სხვა რაღა უნდა თქვა. ადამიანები, რომლებიც წლების  განმავლობაში მიშას დაუკითხავად საკუთარ ფეხისალაგში გაზების გაშვებასაც ვერ ბედავდნენ;  ადამიანები, რომლებსაც მეუღლის საწოლში მოსასმენი თუ სულაც ვიდეოაპარატურა ჰქონდათ დამონტაჟებული და ამის გაპროტესტებასაც ვერ ბედავდნენ, დღეს აქეთ უწოდებენ მონას სხვას…  ადამიანები, რომლებიც რეალურად  შერცხვენილები არიან, რადგან 500 კაცსაც ვერ  მოუყარესთავი ქუჩაში, “ქართველი ხალხის დაკვეთაზე” საუბრობენ და “სირცხვილაიო”, _ გაიძახიან…

“ჟურნალისტები” რომლებიც, რამე რომ იყოს, პროფესიონალიზმზე დაგიწყებენ ტლიკინს, 24 საათი პირდაპირ ეთერში აშუქებენ 50-ოდე დარეხვილის აქეთ-იქით სირბილს და ძალიან დიდი მონდომებით ცდილობენ, რომ ამ ყოველივეს ისეთი კომენატარები გაუკეთონ და ისეთი ტონით გადმოგვცენ, რომ “ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კრიზისის” შთაბეჭდილება შექმნან…

ადამიანები, რომლებიც 2007 წელს ამბობდნენ, _ ქუჩაში გამოსული სამასი ათასი კაცი არ არის მთელი საქართველოო, ახლა მოითხოვენ, მთელმა ქვეყანამ სამასი კაცის ხუნტრუცზე იაროს…

დასასრულ, ყველაზე საოცარი ფაქტი, რომელიც ორშაბათს საღამოს მოხდა: დემაგოგი ავანტიურისტები  საქართველოს პრეზიდენტს მიუვარდნენ: “ლობიოს რატომჭამო?!”.

აი, ამას კი მართლა ვერანაირ კომენტარს ვეღარ გავუკეთებ…

ბაკურ სვანიძე
geworld.