29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეს დღე იდეალურია კარიერაში წინ წასაწევად. თქვენი პროფესიონალიზმი სათანადოდ დაფასდება. მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, რთული პროექტები განახორციელოთ.

კურო
დღეს საყვარელი ადამიანისაგან სიურპრიზს ელოდეთ. ახალ სასიყვარულო თავგადასავლებზე უარს ნუ იტყვით. საქმიან ცხოვრებაში ინტუიციას ენდეთ.

ტყუპი
მცირე პრობლემების მიუხედავად, წინ წარმატებული დღე გელით. გაგიმართლებთ ფინანსურ ოპერაციებში არ გადაიღალოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

კირჩხიბი
დროა, დასვენებაზეც იფიქროთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ. თუ კარგად დაისვენებთ, უახლოეს მომავალში კარიერაში წინსვლაც გელით.

ლომი
დღეს უმჯობესია დაისვენოთ. საქმეებში ნუ ელით წარმატებებს. არაა გამორიცხული, რომ გაგიცრუებთ იმედს ახლობლების მოქმედებები.

ქალწული
დღეს მთავარი მოვლენები პირად ცხოვრებაში განვითარდება. ბედი სერიოზულ გამოცდას უმზადებს თქვენს სიყვარულს. სამაგიეროდ, სრული იდილია გელით კარიერაში. საღამო ეცადეთ მხიარულად გაატაროთ.

სასწორი
დღევანდელი დღე პირადი ცხოვრების მოწყობას დაუთმეთ. ნუ გადაიტვირთებით, გამონახეთ დრო დასვენებისათვის. კარგი იქნება, თუ ბუნებაშიც გაისეირნებთ.

მორიელი
გექნებათ ბრწყინვალე შანსი, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ. ეს შეიძლება იყოს უკეთესი სამუშაო. თუ დღეს ახალ პარტნიორებთან შეხვედრა მოგიწიათ, გირჩევთ დაჰპირდეთ იმის გაკეთებას, რაც შეგიძლიათ.

მშვილდოსანი
დღე დაიწყება გართობებით, თავგადასავლებით, სასიყვარულო საქმეებითა და შემოქმედებითი საქმიანობით. გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უნარი ყველაზე რთული და დაძაბული მდგომარეობიდანაც კი იპოვოთ გამოსავალი

თხის რქა
სამსახურში იყავით ყურადღებით და ფრთხილად. ოცნება რეალობად შეიძლება გექცეთ. სუსტი სქესის წარმომადგენლების ყურადღებას მიიქცევთ. ასეთივე წარმატებული იქნებით საყიდლებზე.

მერწყული
რატომ უნდა დაუცადოთ სანამ წინადადება რომელსაც თქვენ ელოდებით მოვა თავისით. ასე შეიძლება ძალიან დიდი ხანი მოგიწიოთ ლოდინი. თავად გადადგით პირველი ნაბიჯი

თევზები
დღეს თქვენ ენერგიული იქნებით. ყველა საქმე რასაც ხელს მოკიდებთ გამოგივათ. საღამოს თქვენ კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდებით.

Главная