ინიციატივა: «სახელმწიფომ ოფიციალურად აღნიშნოს სტალინის დაბადების დღე!»

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დასვან საკითხი იოსებ სტალინის იუბილეს ოფიციალურად აღნიშვნის თაობაზე.

«მივმართავ პარლამენტის მაჟორიტარ წევრებს — გამოდით ინიციატივით, 21 დეკემბერი, იოსებ სტალინის დაბადების დღე, ოფიციალურად აღნიშნოს სახელმწიფომ, როგორც აღნიშნავს სხვა, განსხვავებული პოლიტიკური წარსულის სახელმწიფო მოღვაწეების იუბილეებს. დეგენერატი უნდა იყოს ერი და მას ერი აღარ ჰქვია, თავის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელსაც ევრაზიის უდიდეს ქვეყნებში — ჩინეთსა და რუსეთში, განუზომელ პატივს სცემენ და ეს პატივსცემა წლიდან წლამდე იზრდება, ვერ დააფასებს ჯეროვნად!
მეგობრებო, მიაწვდინეთ ხმა თქვენს მაჟორიტარ დეპუტატებს. არც პროპორციულებზე მაქვს გართულება, თუკი არის იქ პატრიოტი ხალხი, ყველას უთხარით ეს იდეა» — ნათქვამია გულბაათ რცხილაძის მიერ «ფეისბუკზე» გავრცელებულ განცხადებაში.
Geo info from