სამწუხარო და დაუჯერებელი ინფორმაცია გაავრცელა ცოტნე გამსახურდიამ ილია მეორესთან დაკავშირებით!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საკვირაო ქადაგებისას ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “არც თვალებდათხრილი ახალგაზრდები, არც სიდუხჭირე და ბავშვთა შიმშილი, არც ღიად პრორუსული ხელისუფლება, არამედ ქალთა სამსახურში სიარული ყოფილა ამ ქვეყნის პრობლემა! თქვა და ხიზილალით გახსნილებულ სუფრას პირჯვარი გადასახა. ჩემი აზრით კარგია, რაც მეტ ასეთს იტყვის ბებერი კაგებეშნიკი, მით მალე აეხილება ბრმევლს თვალი” … საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას დედის როლსა და დედის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “დღეს ჩვენ ვფიქრობთ დედის როლსა და დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენელსაცხებლე დედებს შორის, ეს არის მაგალითი, როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან, ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა და სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

https://tvlazika.ge/