ნიკა გვარამია მის ოჯახზე თვალთვალის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

ნიკა გვარამია ფეისბუქზე აქვეყნებს სტატუსს და ვიდეოს, რომელზეც ასახულია მისი მეუღლის და შვილის მიმართ თვალთვალის კადრები, რომელიც გვარამიას თქმით პროკურატურამ გაუგზავნა:

“სტატუსი ჩემთვის ძალიან მძიმეა.

მის ქვეშ ატვირთული ვიდეო – უმძიმესი სანახავი.

მაგრამ, ისეთი დღეა, მაინც კარგით და მთავარით დავიწყებ:

დღეს ჩემი ერთადერთი ქალიშვილის და მსოფლიოში ჩემთვის უსაყვარლესი გოგოს, ქექეს დაბადების დღეა. ჩემ შვილებზე უკეთესი მე არც არაფერი შემიქმნია და მათზე ძვირფასი არც არავინ მყავს. ქექე ერთადერთი გოგოა და დღეს ათი წლის გახდა. ვულოცავ და ვჩუქნი იმას, რაც მთხოვა .

მაგრამ, სტატუსი მაინც სხვა საჩუქარზეა, რომელიც ქვემოთაა ატვირთული და ამ დღეს ქექეს და მთელ ჩვენს ოჯახს საქართველოს პროკურატურამ, თითქს სპეციალურად დაგეგმილად და გულმხურვალე სიკეთით მოგვიძღვნა და გამოგვიგზავნა:

ქექეს, მისი საყვარელი დედის, სოფოს, და მისი უსაყვარლესი გოჭძაღლა ედგარის ფარული თვალთვალის ვიდეო. ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და ღირსშესანიშნავ მომენტებს აფიქსირებდნენ. ჰოი საოცრებავ და თურმე სადაბადებისდღეოდ მისაძღვნელად . ძალიან საყვარელი საჩუქარი გამოუვიდათ მართლა. მე, პირადად, უკეთესი ვერ მოვიფიქრე და ცოტა გულიც დამწყდა, რომ ჩემი საყვარელი გოგოს საჩუქრის შერჩევაში, პირველად მაჯობა სხვამ .

დიდი მადლობა, ძვირფასებო. ტყუილად არ მიღვრია ოფლი ჩემი სამშობლოს და, მათ შორის, ქართული პროკურატურის მუნდირის სასარგებლოდ. ძალიან დიდი პატივი მეცით და მეც არ დაგრჩებით ვალში – არ ვარ უმადური კაცი .

რამე საპასუხო და შესაბამისი საჩუქარი ჩემზეა, მოკლედ.“– წერს გვარამია.პროკურატურამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება 20 ივლისს დაიწყო,   მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიების ვერსიით, ყოფილი გენერალური დირექტორის ქმედების შედეგად „რუსთავი 2“-მა 6 763 510 ლარით იზარალა.

მოგვიანებით გვარამიას ბრალი დაუმძიმდა და საქმეს კიდევ ერთი ეპიზოდი დაემატა: პორშეს მარკის ავტომობილის ეპიზოდი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით 2019 წლის თებერვალში ნიკა გვარამიას და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ფორმალურად კი მისი მფლობელი “პროესკო მედია“ იყო, რომელმაც კომპანიისგან ავტომობილი რუსთავი2–ში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიიღო. სავარაუდოდ სწორედ ამ ეპიზოდის ძიების ფარგლებში მიმდინარეობდა გვარამიას ოჯახზე თვალთვალი.

სტატუსი ჩემთვის ძალიან მძიმეა.მის ქვეშ ატვირთული ვიდეო – უმძიმესი სანახავი.მაგრამ, ისეთი დღეა, მაინც კარგით და მთავარით დავიწყებ:დღეს ჩემი ერთადერთი ქალიშვილის და მსოფლიოში ჩემთვის უსაყვარლესი გოგოს, ქექეს დაბადების დღეა. ჩემ შვილებზე უკეთესი მე არც არაფერი შემიქმნია და მათზე ძვირფასი არც არავინ მყავს. ქექე ერთადერთი გოგოა და დღეს ათი წლის გახდა. ვულოცავ და ვჩუქნი იმას, რაც მთხოვა 🙂მაგრამ, სტატუსი მაინც სხვა საჩუქარზეა, რომელიც ქვემოთაა ატვირთული და ამ დღეს ქექეს და მთელ ჩვენს ოჯახს საქართველოს პროკურატურამ, თითქოს სპეციალურად დაგეგმილად და გულმხურვალე სიკეთით მოგვიძღვნა და გამოგვიგზავნა:ქექეს, მისი საყვარელი დედის, სოფოს, და მისი უსაყვარლესი გოჭძაღლა ედგარის ფარული თვალთვალის ვიდეო. ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და “ღირსშესანიშნავ” მომენტებს აფიქსირებდნენ. ჰოი საოცრებავ და თურმე სადაბადებისდღეოდ მისაძღვნელად :))) ძალიან “საყვარელი საჩუქარი” გამოუვიდათ, მართლა. მე, პირადად, უკეთესი ვერ მოვიფიქრე და ცოტა გულიც დამწყდა, რომ ჩემი საყვარელი გოგოს საჩუქრის შერჩევაში, პირველად მაჯობა სხვამ 😞დიდი მადლობა, ძვირფასებო. ტყუილად არ მიღვრია ოფლი ჩემი სამშობლოს და, მათ შორის, ქართული პროკურატურის მუნდირის სასარგებლოდ. ძალიან დიდი პატივი მეცით და მეც არ დაგრჩებით ვალში – არ ვარ უმადური კაცი ❤რამე საპასუხო და შესაბამისი საჩუქარი ჩემზეა, მოკლედ ❤️

Gepostet von Nika Gvaramia am Dienstag, 26. November 2019

კომენტარები ფეისბუქიდან