4-7 სექტემბერს თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებულ “საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმზე” ქართული მედია საშუალებები და ექსპერტებიც დარეგისტრირდნენ, რომელთა ნაწილი 5 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობდა.
“მითების დეტექტორი” გთავაზობთ ღონისძიებაზე რეგისტრირებული ქართული მედია საშუალებების და ექსპერტების სიას:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი – ზვიად ავალიანი,
- ტელეკომპანია “ობიექტივი” – ბონდო მძინარიშვილი, ვალერი კვარაცხელია,
- Sputnik Georgia – ანასტასია ხატიაშვილი,
- “საქართველო და მსოფლიო” – ეკატერინა ნასყიდაშვილი, სოფია კაკაჩია,
- „საქინფორმი“ – არნო ხიდირბეგიშვილი, დიანა შერეშაშვილი,
- საინფორმაციო სააგენტოს “პატრიოტი” – გიორგი ირემაძე
ქართველი ექსპერტები:
- არჩილ სიხარულიძე- ექსპერტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი,
- გიორგი აბაშიძე, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი,
- მამუკა არეშიძე- პოლიტოლოგი, კავკასიურ საკითხთა ექსპერტი
- გულბაათ რცხილაძე- “ევრაზიული ინსტიტუტი”-ს დამფუძნებელი
2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Vere Palace-ში “საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი” იმართება. წლევანდელი მედია ფორუმის თემაა “მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში”. მედია ფორუმის ორგანიზატორები არიან რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი-სახმრეთი” (Север-Юг), პრეს-კლუბი “თანამეგობრობა” (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”. ღონისძიება რუსეთის “საპრეზიდენტო ფონდის” მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა.
mythdetector.ge