ნიკა გვარამია საქართველოს ტოვებს!

ამის შესახებ განცხადებას, ტვ “მთავარის” დამფუძნებელი, თავად, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

“მეგობრებო,

დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.

წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის

შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ” – წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები ფეისბუქიდან