„ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა“ – გიორგი ლაღიძე

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით მოდელი, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს,  დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით მისაღები უნდა იყოს როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. 

„მე არ მაქვს იმისი ილუზია, რომ ხელისუფლება სიხარულით მიიღებს შეთავაზებულ მოდელს. თუმცა, მათი მხრიდან, უფროი გონივრული იქნებოდა, თუ შეთავაზებულ მოდელს საკუთარ გუნდში საღი აზრით განიხილავს და გამოვა დღეს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან. ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა იფიქროს სიტუაციის დაწყნარებაზე. ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და ამის დანახვას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება. არსებული კრიზისი, გამოიწვია ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა. ისინი ჯერ დაპირდნენ საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს, შემდეგ კი როდესაც გაიაზრეს რომ მათ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდათ, უკანასკნელი ცრუპენტელებივით მოატყუეს არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოება. ასე, რომ შექმნილ კრიზისზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.

https://mediapress.ge/

კომენტარები ფეისბუქიდან