გერმანიამ ქართველი არალეგალების მორიგი ნაკადის დეპორტაცია მოახდინა.  მათი უმრავლესობა თავშესაფარს ითხოვდა და ამას სამშობლოში  ცხოვრების აუტანელი პირობებით ასაბუთებდა.  

გერმანიამ ქართველი არალეგალების მორიგი ნაკადის დეპორტაცია მოახდინა.  მათი უმრავლესობა თავშესაფარს ითხოვდა და ამას სამშობლოში  ცხოვრების აუტანელი პირობებით ასაბუთებდა.  ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ  უფრო ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას თავშესაფრის მაძიებელთა შორის ქართველთა რაოდენობის მატების გამო.  ამის თაობაზე ჟურნალისტი გიორგი  დვალი წერს რუსულ გამოცემა “კომერსანტში”  გერმანულ შუედდეუტსცჰე  ძეიტუნგ–ზედაყრდნობით.

2018 წელს გერმანიამ 531 ქართველი გამოაძევა, საფრანგეთმა _ 273, ავსტრიამ _ 166, ბელგიამ – 108, შვეიცარიამ – 84. გარდა ამისა, 9 745 ქართველი იძულებით დაბრუნდა უკან იმის გამო, რომ ოფიციალურად მიიღეს შეტყობინებები გარდაუვალი დეპორტაციის შესახებ.

საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ამასწინანდელი შეხვედრისას მისმა ფრანგმა კოლეგა კრისტოფ კასტანერმა უკმაყოფილოდ აღნიშნა, რომ საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ქართველები ყველაზე მეტნი არიან. მან ასეთ ვითარებას ანომალიური უწოდა და შეგვახსენა, რომ საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. მან ხაზი გაუსვა, რომ მაძიებელთა 97%-ს უარი ეთქვა თავშესაფარზე და რომ საფრანგეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს.

სექტემბრიდან საფრანგეთში ოფიციალურად იმყოფებიან საქართველოს პოლიციის ოფიცრები. მსგავსი შეთანხმება აქვს ჩვენს შსს-ს გერმანიასთან და რიგ სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ამ ყველაფრის მიზანია ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასა და “ქართულ კრიმინალთან”. როგორც ჩანს, ეს ზომები საკმარისი არაა და საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა მაინც მატულობს.

ისღა დაგვრჩენია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ევროპელები ყველანაირად ცდილობდნენ და ცდილობენ, ჩვენთან ახლო აღმოსავლელი მიგრანტების ჩამოსახლებას, რომლებიც თვითონვე შეუშვეს ევროპაში ვითომდა ჰუმანიტარული მოსაზრებებით და, რომ არა მკვეთრი სახალხო უკმაყოფილება, “პროგრესული ევროპის” მოლაქუცე ჩვენი უპრინციპო მთავრობის გამო მიაღწევდნენ კიდეც ამას. ეს ერთი, და მეორე _ ევროპელები იქით იყვნენ და ისევ ჩვენი მთავრობის რუდუნებით ათასი ჯურის გადამთიელი ისედაც არ გვაკლია და მათი ნაკადი არ კლებულობს.  ახლა ივანიშვილმა გამოგვიცხადა: ყველანაირად ვეცდები, ევროპაში ქართველებმა ლეგალურად რომ იმუშაონო. ერთი შეხედვით ხალხზე მზრუნველი მისი ამ განცხადების უკან მზაკვრული ჩანაფიქრი დგას, ალბათ: მმართველი პარტია ფორმალურად არის მმართველი, საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფრის მართვის სურვილი და უნარი მას არ აქვს, ამიტომ, რაც მეტი უკმაყოფილო წავა ქვეყნიდან, მათ ნაკლები  იქნება თავსატკივარი. იმედი ვიქონიოთ, ამ დაპირების შესრულებაც  ივანიშვილს ისევე გამოუვა, როგორც ყველა სხვა დაპირება შეასრულა.
geworld.ge

კომენტარები ფეისბუქიდან