სამწუხარო ინფორმაცია დიდი ტრაგედია, მოხდა ზურა ხაჩიძის ოჯახში

ზურა ხაჩიძე 6 თვის წინ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ზურა ხაჩიძე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ინტერვიუებს აღარ აძლევს ჟურნალისტებს, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს, მათი ოჯახი განსაცდელშია, მძიმეს დაავადებას – ფილტვის სიმსივნეს ებრძვის და ოჯახის ყურადღება ახლა მხოლოდ მისკენ არის გადატანილი.– ზურა, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ოჯახი ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას – თქვენი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის, რას ამბობენ ექიმები?
– ხათუნას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ის ყველაფრის მიუხედავად გვერდით მიდგას. მას უნდა ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ ბიუჯეტს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს და ვერ ვახერხებ. ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ.
– ვინ გეხმარებათ ამ მომენტში ანასტასიას აღზრდაში?

– ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ოჯახის წევრი სახლში – ძიძა. ის ძალიან გვიდგას გვერდით მეც, ნინისაც და ხათუნასაც. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს. ხათუნა ისრაელში მკურნალობს და მუდმივად ხელს მიწყობენ, მასთან ერთად ვიყო. ხათუნას დიაგნოზი არის მარჯვენა ფილტვის სიმსივნე.
– როგორ გაიგეთ ამ დაავადების შესახებ?
– შემთხვევით გავიგეთ, ახველებდა, ნინიმ ექიმთან წაიყვანა და გავიგეთ, რომ ასეთი ამბავი ჰქონდა. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როცა წაიკითხავს ამ ინტერვიუს, პირჯვარი გადაიწეროს და გამოჯანმრთელება უსურვოს ხათუნას. ადრეც ვთხოვე ეს საზოგადოებას. როცა მე და ხათუნა შეყვარებულები ვიყავით, ამას დიდი სკანდალი მოჰყვა და ვთქვი, ვინც გაიგებს ჩვენი დაქორწინების ამბავს, პირჯვარი გადაიწეროს და თქვას, ღმერთმა ბედნიერები ამყოფოს-თქო და ახლაც იგივეს ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ ხათუნას.
წყარო: reitingi.ambebi.ge