ბოლო დროს ირანიდან შემოდის შესქელებული მაღალცხიმიანი რძე

„ბოლო დროს ირანიდან შემოდის შესქელებული მაღალცხიმიანი რძე,  რომელზეც აქტიურად გადავიდნენ ჩვენი გადამამუშავებელი საწარმოები,  განსაკუთრებით დიდი კომპანიები.  მისგან ყველაზე სარფიანად მზადდება ყველი. დაახლოებით 30%-ით მეტმოგებას იღებენ.  საინტერესო ისაა, რომ არავინ იცის  მისი რეალური შემცველობა ან რამდენად სანდოა მისი წარმოშობის სერტიფიკატი, ან რამდენად გამართლებულია ამ მასისგან მიღებულ პროდუქტს საღირძის გან მიღებული დაეწეროს“? – დაწერა ორიოდე დღის წინ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან გიგაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე და პოსტს ირანული პასტერიზებული რძის კონტეიენერის ფოტოც დაურთო.

რუსუდან გიგაშვილი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოსგან და სხვა შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს შემოწმდეს საქართველოს ბაზარზე ირანიდან ცოტა ხნის წინ შემოსული გაყინული რძე, რომლითაც საქართველოში ყველს, ხაჭოს და რძის სხვა პროდუქტებს ამზადებენ.

რუსუდანი ამბობს, რომ მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, ის ირანული რძისგან დამზადებულ ყველს მიირთმევს თუ ქართველი მერძევე ფერმერების მიერ წარმოებული ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტებს.

„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი იმაზეც წუხს, რომ ადგილობრივ ფერმერებს, ვინც ნედლ რძეს აწარმოებს, დავარდნილი ფასის გამო რძის წარმოება აღარ უღირთ.

„გვინდა და თუ არა საერთოდ ქვეყანაში რძე? რა პოლიტიკა გვაქვსდა რას ვუპირებთ დარგს?! ადგილობრივი ბაზრის დაცვისმექანიზმებზე რომ ვართდადუმებულები, ესეც ამ თემისგაგრძელებაა“, – წერს რუსუდან გიგაშვილი.