ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა” – რას აცხადებს ფინანსთა მინისტრი

ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, როდის გამყარდება ეროვნული ვალუტა, კონკრეტული ვადების დასახელება რთულია, თუმცა ყველა პირობა არის იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს.

“ლარის კურსი, როგორც ყოველთვის, არის შიდა და გარე ფაქტორების კომბინაცია. კურსი კარგა ხანია ტრიალებს 3-ის მიდამოში – 2.95-დან 3-მდე. ყველა წინაპირობა და მოცემულობა არის, რომ უნდა დაიწყოს ქვემოთ სვლა.

ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის რასაკვირველია , მნიშნველოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და ბიზნესისთვის კომფორტის შექმნა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

“ინტერპრესნიუსი”

კომენტარები ფეისბუქიდან