2019 წლის 9 თვეში საჯარო უწყებებში 168 მილიონის პრემია-დანამატი გაიცა-ფლანგვის დეტექტორი

აქედან მესამედი, 64 მილიონი ლარი, მხოლოდ და მხოლოდ ერთ უწყებაზე შსს-ზე მოდის

2019 წლის 9 თვეში საჯარო უწყებებში სულ 168 მილიონის პრემია-დანამატი გაიცა.აქედან მესამედი, 64 მილიონი ლარი, მხოლოდ და მხოლოდ ერთ უწყებაზე შსს-ზე მოდის. ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 766 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, საიდანაც 468 მილიონი შრომის ანაზღაურებისთვის არის განსაზღვრული.
2019 წლის 9 თვის მონაცემებით შსს-ში უკვე გაცემულია 346 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურების სახით, საიდანაც 1.6 მილიონი არის პრემიის, ხოლო 62.7 მილიონი დანამატის სახით. როგორც ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს საჯარო უწყებებმა შეცვალეს ტაქტიკა და სახელფასო ანაზღურებაზე დამატებით თანხებს არა პრემიის, რომელსაც თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში, არამედ დანამატის სახით იღებენ. დანამატის გაცემას აქვს კანონით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, ეძლევა სახელფასო დანამატი.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პრემია-დანამატების სახით გაცემული 64.3 მილიონი, 15 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის იმავე მაჩვენებელს, როცა 2017 წელს 995 287 ლარი იყო პრემიის, ხოლო 46.6 მილიონი ლარის დანამატის სახით გაცემული.
ხოლო 2019 წლის 9 თვის განმავლობაში, ყველა საჯარო უწყებაში გაცემული პრემია-დანამატების ოდენობა 167 790 080 მილიონი ლარია, რომლის მესამედიც 64.3 მილიონი სწორედ შშს-ში გაიცა.

2018 წლის 9 თვის განმავლობაში იგივე მაჩვენებელი 149 235 925 ლარს უდრიდა, შესაბამისად, 2019 წლის 9 თვიან პერიოდში 18 554 155 ლარით გაიზარდა პრემია-დანამატების რაოდენობა საქართველოს მთავრობაში ჯამურად.
Guriismoambe