შიმშილისთვის განწირული ადამიანები- 7 000-მდე სოციალურად დაუცველს 60-ლარიანი შემწეობა მოუხსნეს

ამ თემაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ოფიციალური კომენტარს არ აკეთებენ

6 500 ადამიანს სოციალური დახმარება მოუხსნეს, თუმცა სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი უცნობია – ამ თემაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ოფიციალური კომენტარს არ აკეთებენ. ცივი ზამთრის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ ასეთი გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იმიტომ მიიღო, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში ამ ადამიანების საცხოვრებელი სახლების მისამართები მითითებული არ არის. შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სოციალური დახმარება სწორედ იმ ადამიანებს შეუჩერა, რომლებსაც საბუთებში მისამართები დაფიქსირებული არ აქვთ.  
Guriismoambe