არსებობს პოლიტიკოსი რომელსაც დიალოგი შეუძლია რუსეთის ხელისუფლებასთან, ღიად და დაუფარავად”

ძალიან ნაკლებად გვაინტერესებს, „ქართული ოცნებისთვის“ სალაპარაკო რა გახდა ან რა გახდება მომავალში. ეჭვიანობით ჩაბჟირდა „ქართული ოცნება,“ რადგან არსებობს პოლიტიკოსი რომელიც შეიძლება ჩავიდეს მოსკოვში და დიალოგი აწარმოოს რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, ღიად და დაუფარავად“. – განცხადა ,,News Room“-ის ეთერში „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ:

 

 

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო – დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობას და ამავდროულად მოვაგვარებთ ურთიერთობას რუსეთთან! ამ დროს, დასავლეთთან კატასტროფულად გაიფუჭეს ურთიერთობა და რუსეთთან ვერაფერი მოაგვარეს ქვეყნის სასიკეთოდ. ასეთი ოფიციალური და ცინიკური სიტყვის გატეხვა მსოფლიოს არცერთ წერტილში არავისთვის მისაღები არ არის. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომ ნინო ბურჯანაძე გერმანული მოდელის ჩამოსატანად წავიდა მოსკოვში და თურმე ვენეციის კომისია და კრემლი აერია ერთმანეთში, ძალიან უნიჭო ხუმრობებია – პატივცემულო „ოცნების“ ლიდერებო, იუმორი არ არის თქვენი ძლიერი მხარე და მოერიდეთ ამ ჟანრს“ 
alia