ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლონდონში გამართული სამიტი არა მხოლოდ საიუბილეო, არამედ ხმაურიანიც აღმოჩნდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლონდონში გამართული სამიტი არა მხოლოდ საიუბილეო, არამედ ხმაურიანიც აღმოჩნდა. სამხედრო  ბლოკის მონაწილეთა შეკრება ტიპურ ხმაურიან ბაზრად გადაიქცა. მასმედიამ უკვე უწოდა მას ალიანსის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე და არაპროდუქტიული.

ბრიტანეთის დედაქალაქში ჩასულმა დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ ტრიუდოს კულუარებში ანტიტრამპული ხუმრობისთვის ორპირი ტიპი უწოდა. კიდევ უფრო დაარტყა მან საფრანგეთს, როცა სიტყვა გადაუკრა სირიაში დატყვევებული ფრანგული წარმოშობის რადიკალური ისლამისტების დეპორტაციის შესაძლებლობაზე.

ნატოს ტვინის სიკვდილის საკითხზე ერთმანეთს “კბენდნენ” საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი თურქი კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტრადიციულად ლაპარაკობდნენ ნატოს ერთიანობის ურყევობასა და მის დიად პერსპექტივაზე. ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა კი საწინააღმდეგო რამ თქვა: “მსოფლიო ძალიან შეიცვალა. ალიანსი ამ ცვლილებებს კრიტიკულად ჩამორჩა. მისმა წევრმა ქვეყნებმა ორგანიზაციის ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშავონ უახლოესი ათწლეულებისთვის, უკეთესი იქნება, თუ ევროპის უსაფრთხოებას თვითონ მიხედავენ”.

ვოდევილად გამოიყურება მცდელობები რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო და გეოპოლიტიკური საფრთხეებისა, ასევე, მუქარების მოსაგერიებლად ძალისხმევის გაძლიერება და ერთდროულად ალიანსში ინტეგრაციისთვის რუსეთის მოწვევის იდეა.

აშკარა ფინანსური პრობლემების ფონზე (ლონდონში გაფრენის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ 22%-დან 16%-მდე ამცირებს ნატოს ბიუჯეტში გადასახდელ თანხას) ალიანსის ქვეყნების ლიდერებმა მათი სამხედრო ოპერაციების ზონად კოსმოსიც გამოაცხადეს.

რეალურ სამყაროში მათ, აგრეთვე, მოიფიქრეს ახალი ინიციატივა. სხვათა შორის, მსგავსი ინიციატივა მათ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქვთ. თავდაპირველად იყო ზემაღალი მზადყოფნის ძალების კორპუსი, შემდეგ _ ნატოს ზემაღალი ოპერატიულობის მქონე ბრიგადა, ახლა კი მოიფიქრეს ფორმულა “30-30-30 30 დღეში” _ ალიანსში შემავალმა ქვეყნებმა ვალდებულებად დაიკისრეს, საჭიროების შემთხვევაში ნატოს ცენტრალური სარდლობის დაქვემდებარებაში გადაიყვანენ 30 სახმელეთო ბატალიონს, 30 ავიადანაყოფს და 30 საბრძოლო ხომალდს, რომლებიც ნატოსთვის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი იქნება 30 დღეში.

ერთი თვის განმავლობაში 150 ათასი ქვეითის ნატოსთვის გაგზავნის ინიციატივა საკმაოდ მრისხანედ გამოიყურება, მაგრამ მისი შესრულება ძალიან საეჭვოა. როგორც 2018-2019 წლების სწავლებებმა აჩვენა, 2018-2017 წლებში დაანონსებული 15-ათასიანი ევროკორპუსის ნაცვლად შეიკრიბა მხოლოდ 3,5 ათასი, თანაც მებრძოლი იქ მხოლოდ 800 კაცი იყო. დღევანდელ პირობებში კი საიდან უნდა მოიყვანონ 150 ათასი (!), გაუგებარია.

ყველაფრის მიუხედავად, ოდესღაც მრისხანე დასავლური სამხედრო ბლოკი ჯერ საბოლოოდ არ გადაქცეულა შაპიტოდ, ლონდონში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები ცდილობდნენ, თავიანთი კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზები მოეძებნათ.

მაგალითად, ტრამპმა მოლაპარაკებები გამართა ერდოღანთან, რა საკითხებზე ისაუბრეს, ცნობილი არ არის (ორივე მხარე დუმს), თუმცა თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოლაპარაკებებს ნაყოფიერი უწოდა, თეთრ სახლში კი თქვეს, რომ “კარგად ილაპარაკეს”. როგორც ჩანს, უახლოეს ხანში საინტერესო განცხადებებს უნდა ველოდოთ.

მაგრამ მთავარი ეს არ არის.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მართლაც მოკვდა, მაგრამ სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, მის ნაცვლად ვაშინგტონი ახალ სამხედრო-პოლიტიკურ კონსტრუქციას აგებს ევროპაში. და, თუ გავითვალისწინებთ ვაშინგტონის უარს მცირე და საშუალო რაკეტების განლაგების მორატორიუმზე, ჩანს, რომ ეს კონსტრუქცია საკმაოდ სახიფათო იქნება.
geworld.ge

კომენტარები ფეისბუქიდან